გახდება თუ არა ქართველი დიზაინერის Mercedes-Benz-ი რეალობა

2018.10.07 21:46:39
გახდება თუ არა ქართველი დიზაინერის Mercedes-Benz-ი რეალობა

ქართველი ავტოდიზაინერის გიორგი თედორაძის მიერ შექმნილი Mercedes-Benz S-Class-ის აქამდე არარსბეული ვარიაცია „ოთხკარიანი კუპე“ ცნობილ დასავლურ გამოცემა carscoops-ის ყურადღების ცენტრში აღმოჩნდა. გამოცემა წერს, რომ იმ პირობებში როცა BMW 8-Series პოზიციონირებს ბაზარზე როგორც  Mercedes-Benz S-Class Coupe-ს მეტოქე და ეს სწორიცაა, მაგრამ  8-Series Gran Coupe-ს პასუხი უკვე სულ სხვა ამბავია.

 

ბავარიელების ეს 4-კარიანი ვარიანტი ჯერ წარმოებაში არ ჩაშვებულა, თუმცა ძალიან მალე დაიწყება და მან სავარაუდოდ კონკურენცია უნდა გაუწიოს ახალი თაობის CLS-ს, მაშინ როცა მისი M ვერსია დიდი ალბათობით Mercedes-AMG GT 4-Door-ის კონკურენტი იქნება. 

 

„მერსედესის ოჯახი იმდენად დიდია, რომ მის გამაში მოდელები ხშირად პირდაპირ იკვეთებიან ერთამნეთის ტერიტორიაზე( ახალი A-Class სედანი vs CLA), თუმცა კომპანია უარყოფს, რომ ეს ბაზარზე მათ ხელს უშლის. თუ ასეა კარგი იქნებოდა კომპანიას ჰყავდეს მაღალ კლასში ოთხკარიანი კუპე, აი ისეთი როგორიც შექმნა დიზაინერმა გიორგი თედორაძემ“ - წერს გამოცემა. 

 

როგორც პორტალი გიორგის რენდერზე წერს ეს ციფრული სკეტჩი არის ნაზავი CLS და AMG GT 4-door-ის ელემენტებისა, რომელიც გამორჩეულია განსხვავებული ოპტიკით, ე.წ. „პანამერიკანა“ ცხაურათი, რომლის თავზეა წარწერა „Mercedes“ და განიერი „თეძოებით“. 

 

ბოლოს გამოცემა დასძენ,ს რომ რეალურად ეს მხოლოდ რენდერია და კომპანია არ განიხილავს S-Class-ის ოჯახში დამატებით ახალ მოდელს ვინაიდან ის ისედაც საკამოდ მსუყეა და წარმოდგენილია, რამდენიმე ვარიანტის სედანით, კუპეთი, კაბრიოლეტით და ულტრამდიდრული Mercedes-Maybach ვერსიებით.