ელექსირი- წყალი სიცოცხლისთვის

2018.09.24 13:10:53
ელექსირი- წყალი სიცოცხლისთვის

„ელექსირი“ – წყალი ბაქტერიებისა და ვირუსების წინააღმდეგ, რომელიც საქართველოში იწარმოება.

 

რამდენიმე თვეა, რაც საქართველოში ინოვაციური ტექნოლოგიებით დამზადებული წყალი – „ელექსირი“ იწარმოება, რომლის გამოყენებაც დეზინფექციის, სიჯანსაჟის დაცვის, ჰიგიენის, შეწამვლის, ფილტრაციისა თუ სხვა მიზნებითაა შესაძლებელი. „ელექსირის“ მწარმოებელ კომპანია „ინო-ლაბში“ აცხადებენ, რომ ეს არის წყალი ტოქსინების გარეშე, მისი წარმოების ტექნოლოგია კი ავსტრიელი პარტნიორებისაგან იქნა შესწავლილი. პროდუქტს მინიჭებული აქვს InfoXgen სერტიფიკატი, რაც ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ლიცენზიაა ევროპაში, ბიო პროდუქტების წარმოების დარგში. მეტიც, კომპანიის წარმომადგენლები აღნიშნავენ, რომ წყალი „ელექსირი“ არ შეიცავს მავნე ნივთიერებებს, იგი ჯანმრთელობისთვის უვნებელია.

 

ინოვაციური პროდუქტი „ელექსირი“ შექმნილია ელექტროაქტივირებული წყლის საფუძველზე, რომელიც ჟანგვა-აღდგენითი პოტენციალის მაღალი მნიშვნელობის გამო, ეფექტურად ებრძვის მავნე მიკროორგანიზმებს და იწვევს მათ მყისიერ განადგურებას, არის ზრდის რეგულატორი და რაც ყველაზე მნიშვნელოვანი და საამაყოა – დამზადებულია საქართველოში“, – აცხადებენ „ინო-ლაბის“ წარმომადგენლები.