Crave you-კოლგოტები ორიგინალური ვარიაციებით

2017.03.29 13:47:41
Crave you-კოლგოტები ორიგინალური ვარიაციებით

Crave you სულ ცოტა ხნის წინ ჩამოყალიბდა და მომხმარებელს გაფორმებულ კოლგოტებსა და ქალის თეთრეულს სთავაზობს.

დამფუძნებლები დები: თამთა და ელენე გარუჩავები არიან, რომლებიც ნემსითა და ძაფით მუშაობენ თავიანთ პროდუქციაზე და მომხმარებელს განსხვავებულ პროდუქციას სთავაზობენ.

ბრენდის შექმნის მიზანი საჭირო ნივთების საზოგადოების წინაშე ორიგინალურად წარდგენაა.