COCOnut – ქოქოსისა და ხის ხელნაკეთი სანათები

2018.04.04 13:53:00
COCOnut – ქოქოსისა და ხის ხელნაკეთი სანათები

COCOnut – ქოქოსისა და ხის ხელნაკეთი სანათები – ქართველი წყვილის ეგზოტიკური ამბავი:

 

ყველაფერი, რაც ჩვენ გარშემო ხდება, შეიძლება იქცეს ჩვენი შთაგონების წყაროდ. „შეიძლება“ იმიტომ, რომ ხან გაგვირბის წამი და ვერ ვგრძნობთ, რომ სწორედ ამ მომენტის შეგრძნება და გააზრება მოგვიტანდა ბედნიერებას, გვაპოვნინებდა საკუთარ თავს და იქცეოდა ჩვენი თვითგამოხატვის საშუალებად. ცოლ-ქმრის, მადონა სურმანიძისა და ირაკლი კობაურის მომენტად ისანში, ბოსტნეულის ერთ-ერთ მაღაზიაში ნაყიდი ქოქოსი იქცა და მოვლენების სრულიად მოულოდნელი განვითარებით, დღეს, ქოქოსის ხელნაკეთი სანათების, COCOnut-ქოქონათის განვითარებაზე უწევთ ზრუნვა.

 

მადონა: "სამსახურიდან სახლში დაბრუნებისას, ხშირად ვსტუმრობდით ბოსტნეულის ერთ პატარა მაღაზიას. ერთხელაც, იქ შესულებს გასაყიდად დაგვხვდა ქოქოსი. მიუხედავად იმისა, რომ არასდროს მქონია ქოქოსის გასინჯვის სურვილი, იმ დღეს, ჩემი ინიციატივით წამოვიღეთ, იდეაში, ეგზოტიკური საღამოს მოსაწყობად. თუმცა, ქოქოსმა დიდად იმედები ვერ გაგვიმართლა და გადასაყრელად გავამზადე. ირაკლიმ, რომელიც მეორე დღეს სოფელში მიდიოდა, წაიღო ქოქოსი და საღამოს გამომიგზავნა რაღაცა ნივთის ფოტო, რომელიც ძალიან რომანტიკულად ანათებდა. მოკლედ, სასანთლე გააკეთა, რომელმაც არამარტო ჩემი, მეგობრების აღფრთოვანებაც გამოიწვია და მივხვდი, რომ შესაძლებლობა გვქონდა, პრაქტიკული ნივთისთვის არატრადიციული ფორმა მიგვეცა და ასე დაიბადა ქოქოსის ხელნაკეთი სანათების იდეა."

 

სრული ვერსიის ნახვა: https://www.marketer.ge/coconut-qoqosisa-da-xis-sanatebi/