Parker Georgia – სტუდენტი სტარტაპერების ფეხსაცმლის ბრენდი

2018.03.05 13:56:46
Parker Georgia – სტუდენტი სტარტაპერების ფეხსაცმლის ბრენდი

Parker Georgia – სტუდენტი სტარტაპერების ფეხსაცმლის ბრენდი, სარა ჯესიკა პარკერის გავლენით.

 

„GIPA-ში პიარის ლექციიდან მიღებულმა შთაბეჭდილებამ, სადაც სტარტაპერები გვიყვებოდნენ თავიანთ იდეებზე, გვიბიძგა, ფიქრი დაგვეწყო რაიმე ღირებულისა და რაც მთავარია, საერთოს შექმნისკენ, რადგან ბავშვობიდან ვუზიარებდით ერთმანეთს ყველა ბრწყინვალე მომენტსა თუ წარმატებას და სულ გვინდოდა, მეგობრობის გარდა, საქმიანი ურთიერთობაც გვქონოდა. სწორედ ეს გახდა იდეის გაჩენისა და განხორციელების მთავარი მოტივი და 2017 წლის ზაფხულში, სადიპლომო ნამუშევრის ჩაბარების დღე დასრულდა ფერადი სანდლების ისტორიის დასაწყისით“ – ფეხსაცმელების ქართული ბრენდის, „პარკერის“ ავტორები 22 წლის კატო ალანია და მარიამ მეტრეველი არიან, რომლებიც უნივერსიტეტში მიღებული სტიპენდიით დაწყებული სტრატაპის გამართლებას მიაწერენ ერთმანეთის აზრების მუდმივად გათვალისწინებასა და თითოეულის წარმატების საერთო სიხარულს.

 

„მხოლოდ დიდი სურვილი გახდა საფუძველი იმისა, რომ გავმხდარიყავით სტარტაპერები. დასაწყისში არ გვიფიქრია სანდლების გარდა სხვა რაღაცის კეთებაზე, თუმცა, იქიდან გამომდინარე, რომ ძალიან ბევრ მომხმარებელს შეაყვარა თავი პარკერებმა, მივხვდით, მეტის გაგეკეთებაც შეგვეძლო“.