Wi-Fi თერმოსტატი MOSTAT- ცენტრალური გათბობის დისტანციური მართვის სისტემა

2018.02.22 12:37:53
Wi-Fi თერმოსტატი MOSTAT- ცენტრალური გათბობის დისტანციური მართვის სისტემა

ცენტრალური გათბობის დისტანციური მართვის სისტემა ქართული სტარტაპისგან – Wi-Fi თერმოსტატი MOSTAT.

 

ტექნოლოგიური პროდუქტი MOSTAT, იგივე Wi-Fi თერმოსტატი ცენტრალური გათბობის სისტემების ქვაბებისთვის, სტარტაპ „ელიენ გრინს“ ეკუთვნის, რომელიც 2016 წელს, პაატა კვესელავამ და ლაშა დოლიძემ დააფუძნეს. როგორც მისი შემქმნელები ამბობენ, გათბობის სისტემების დისტანციური მართვის გარდა, პროდუქტი იძლევა საცხოვრებელი ფართში, ენერგორესურსის 16-39%-მდე დაზოგვის საშუალებას, ხოლო კომერციულში გათბობასთან დაკავშირებულ ხარჯებს 50%-მდე ამცირებს. განვითარებულ ქვეყნებში, ენერგოეფექტური მოწყობილობები დიდი პოპულარობით სარგებლობს, თუმცა, საქართველოში, ამ მხრივ, მხოლოდ ახლა იწყება ინფორმაციის გავრცელება. ქართულმა ენერგოეფექტურმა პროდუქტმა MOSTAT ბევრი სატესტო რეჟიმი გამოიარა, გაიმარჯვა „ტექნოპარკის“ იდეების კონკურსში და მოხვდა ბიზნეს ინკუბატორში, სადაც პროტოტიპმა საბოლოო სახე მიიღო. თერმოსტატი საცალო გაყიდვაში 2017 წლის 20 დეკემბრიდან ჩაეშვა. 

 

სრული ვერსიის ნახვა : https://www.marketer.ge/most-at-wi-fi-term/