ქართული ვაშლის ჩიფსი „ენკენი“

2018.02.13 13:11:30
ქართული ვაშლის ჩიფსი „ენკენი“

2 წლის წინ, აგრარული უნივერსიტეტის კვების ტექნოლოგიისა და ბიზნესის მიმართულების სამმა სტუდენტმა, ვაშლის შრობის მიმართულებით დაიწყო მუშაობა. 

 

 

ამ დროის განმავლობაში, სხვადასხვა მცირე საგრანტო კონკურსში გამარჯვების გზით, სტუდენტების იდეა და ტექნოლოგია დაიხვეწა, დაახლოებით, ერთი წლის წინ კი, ვაშლის ჩიფსმა „სტარტაპ საქართველოს“ 100 000 ლარის ოდენობის გრანტი მოიპოვა. დღეისათვის, თამარ შეითნიშვილს, ნონა ნონიაშვილსა და შალვა მდინარაშვილს აქვთ საწარმო გორის რაიონ სოფელ დიცში, სადაც, ამ ეტაპზე, აიდარიდის ჯიშის ვაშლს, შრობის ტექნოლოგიის გამოყენებით, ჩიფსად გარდაქმნიან.

 

სტარტაპერებმა პროდუქტის შეფუთვასა და ბრენდინგზე თვითონ იზრუნეს, დღეისათვის კი, „ენკენის“ სახელწოდების ქართული ვაშლის ჩიფსი ხელმისაწვდომია თბილისში, რამდენიმე მაღაზიასა და სპორტდარბაზში.