„კესანე“ – საბავშვო თეთრეულის მწარმოებელი კომპანია ბაზარზე

2018.01.29 15:13:58
„კესანე“ – საბავშვო თეთრეულის მწარმოებელი კომპანია ბაზარზე

„კესანე“ საბავშვო თეთრეულისა და ტექსტილის მწარმოებელი კომპანიაა, რომლის გარშემოც, 3 მეგობარი: ნათია ჭელიძე, მაიკო ნაჭყებია და მაია შავლაშვილი, კერვის სიყვარულით გაერთიანდა. 

 

ნათია ჭელიძე- "ერთმანეთი გავიცანით ერთ სამკერვალო სასწავლებელში. ერთ დღესაც, მიუხედავად უკვე არსებული შემდგარი და წარმატებული კარიერისა, გადავწყვიტეთ, ჰობი ძირითად საქმედ გვექცია. თავდაპირველად, გავაკეთეთ მცირე გათვლა: რა გვეწარმოებინა და ვინ იქნებოდა ჩვენი მომხმარებელი. საკუთარი მცირე კვლევის შედეგად, აღმოვაჩინეთ, რომ სასტუმროების ბიზნესი უფრო მზარდია. მათ სჭირდებათ თეთრეული, ბალიშები, საბნები, გადასაფარებლები, სუფრები, ფარდები და ა.შ. ბაზარი კი გაჯერებულია უცხოური პროდუქციით. ადგილზე თითქმის არ იწარმოება, ამიტომ გადავწყვიტეთ, ჩვენი მომავალი საქმიანობა ტექსტილის წარმოებისთვის დაგვეკავშირებინა.

 

„კესანე“ იმიტომ, რომ ქართული სახელია, ჩვენი მთავარი ლოგო ულამაზესი პატარა ყვავილია, რომელსაც თითქმის ყველა ენაზე, გარდა საქართველოსი „არ დამივიწყო“ ჰქვია. ჩვენი პროდუქციაც დაუვიწყარია. „კესანე, შენთვის სიყვარულს ვკემსავ მე!"