თაფლი თიხის ქოთნებში

2017.03.21 23:28:20
თაფლი თიხის ქოთნებში

31 წლის სოფო ფოთოლაშვილმა ცოტა ხნის წინ ბრენდი „ჩემი ეზოს სიმდიდრე“ შექმნა.

სოფო ნატურალურ თაფლს საკუთარი ხელით შექმნილ თიხის ქოთნებში აწარმოებს, რაც მას განსაკუთრებულ გემოს აძლევს.

მისი თქმით, თიხის ქოთანში წარმოებულ თაფლს გამოფენებზე ძირითადად ტურისტები ყიდულობენ.

 სოფო თაფლის გარდა, სანთელს და დინდგელს აწარმოებს, სამომავლოდ კი ფუტკრის გამრავლებას და ასევე კეკნკროვანი ხილისგან მურაბების წარმოების დაწყებას გეგმავს.