უპედლო ველოსიპედი პატარებისთვის - ინოვაცია ქართულ ბაზარზე

2017.11.22 13:21:20
უპედლო ველოსიპედი პატარებისთვის - ინოვაცია ქართულ ბაზარზე

ახალგაზრდა ოჯახმა უპედლო ველოსპედი პირველად ავსტრიაში მოგზაუროიბის დროს ნახა.

ძალიან მოეწონათ მისი კონცეფცია და სამშობლოში დაბრუნებულებმა, გადაწყვიტეს, რომ მსგავსი ველოსიპედი 2 წლის შვილისთვის ეყიდათ. თუმცა, იმ პერიოდში ადგილობრივ ბაზარზე არჩევანი არ იყო და ამიტომ მისი ავსტრიიდან ჩამოტანა მოუხდათ. "ნიკოლოზი მაშინ 2 წლის ხდებოდა. რამდენიმე თვის შემდეგ ბავშვმა ველოსიპედი უკვე კარგად აითვისა და ეზოშიც თავისუფლად სეირნობდა. ყველას უკვირდა, თუ რატომ არ ჰქონდა პედლები და რა სისტემით დადიოდა ველოსიპედი. დროთა განმავლობაში უფრო მეტი და მეტი მშობელი ინტერესდებოდა ამ პროდუქტით, რამაც გვიბიძგა შეგვექმნა სტარტაპი Balance Bikes Georgia," - განმარტავს სტარტაპერი გიორგი ყაზახაშვილი.

 

ამჟამად Balance Bikes Georgia მომხმარებლებს სთავაზობს Strider bikes-ის ბრენდის უმაღლესი ხარისხის ბალანს ველოსიპედებს. გიორგი ყაზახაშვილის განმარტებით, პროდუქციის ფასები ყველასთვის მისაღებია. მოქმედებს უპროცენტო განვადებაც. უპედლო ველოსიპედები გათვლილია 1.5 წლიდან 5 წლამდე ბავშვებისთვის, დამზადებულია ეკოლოგიურად სუფთა მასალებით, წონა სულ რაღაც 2.9 კილოგრამია. მას, ასევე, გააჩნია საჭისა და სკამის მარტივი ფიქსატორი. საბურავები არ საჭიროებენ ჰაერით დაბერვას. სულ მალე კი ფუნქციონირებას დაიწყებს სკოლა Strider School Tbilisi, სადაც პატარებს ველოსიპედის მართვას 3 ეტაპად შეასწავლიან.