ვაშინგტონში პირველი ქართული რესტორანი იხსნება

2017.11.04 15:19:26
ვაშინგტონში პირველი ქართული რესტორანი იხსნება

7 ნოემბერს აშშ-ს დედაქალაქ ვაშინგტონში პირველი ქართული რესტორანი იხსნება.

აღნიშნულ ინფორმაციას Eater Washington DC და აშშ-ში საქართველოს საელჩო ავრცელებს. მათი ინფორმაციით, რესტორნის დამფუძნებლები ადგილობრივი მოქალაქეები ჯონათან და ლაურა ნელმსები იქნებიან. რესტორნის მთავარი მამოძრავებელი ძალა კი საქართველოს საელჩოს ყოფილი შეფ-მზარეული მალხაზ მაისაშვილი იქნება. ამერიკელ მომხმარებლებს შეეძლებათ დააგემოვნონ ისეთი კერძები, როგორიცაა : ხაჭაპური , ხინკალი, საცივი, ფხალი, მწვანე ლობიო და სხვა . რესტორანი სტუმრებს ქართულ ღვინოსაც შესთავაზებს. გარდა ამისა, მომზადებისას გამოყენებული იქნება ქართული სანელებლები. რესტორანი 136 სტუმარზე იქნება გათვლილი და ინტერიერი ქართული ტრადიციული ელემენტებით იქნება გაჯერებული.