როგორი იქნება ყავის ახალი საწარმო, რომელიც თბილისში გაიხსნება (ფოტო)

2017.11.03 08:55:26
როგორი იქნება ყავის ახალი საწარმო, რომელიც თბილისში გაიხსნება (ფოტო)

თბილისში ყავის კაფსულების მწარმოებელი საწარმო მომდევნო წელს გაიხსნება.

კომპანიაში შპს კაფსულო "საქმის კურსს" განუცხადეს, რომ ადგილზე 50-70 ადამიანი დასაქმდება, პროექტში განხორციელებული ინვესტიცია კი 20 მილიონ ლარს აჭარბებს. პროექტი "აწარმოე საქართველოში" ბენეფიციარია. კომპანია პროდუქციის გატანას ექსპორტზე გეგმავს. საწარმო კახეთის გზატკეცილზე, "ავტოვაზის" მიმდებარე ტერიტორიაზე შენდება. შენობის არქიტექტურა გიორგი ხმალაძეს ეკუთვნის. საწარმოს პროექტის ფოტოები მის ოფიციალურ ვებ-გვერდზეა განთავსებული.