QinQi-ს მინანქრის ხელნაკეთი სამკაულების სტარტაპი

2017.09.12 12:11:36
QinQi-ს მინანქრის ხელნაკეთი სამკაულების სტარტაპი

„ყველას ძალიან უკვირდა, რისთვის ვისწავლე ამდენი, თუ სახელოსნოში ჯდომა მინდოდა, მაგრამ სინამდვილეში, როცა შენს საქმეს აკეთებ, ყველა ეს ცოდნა კომპლექსურად გჭირდება და არცერთი გამოცდილება ტყუილად არ იკარგება, არავინ იცის, სად რა შეიძლება გამოგადგეს“

 

– სალომე ქიქავა მინანქრის სახელოსნო QinQi-ს ავტორია, რომლის პროფესიული განვითარების გზაც მათემატიკის დიდი სიყვარულით ფინანსებზე ჩაბარებას, შემდეგ GIPA-ში PR-ის მაგისტრატურას, ხოლო ამ ეტაპზე, მინანქრის ხელნაკეთი სამკაულების შექმნას უკავშირდება. 

 

 

QinQi უკვე 3 წელია, არსებობს, სულ ცოტა ხნის წინ კი ბათუმში, სალომეს მშობლიურ ქალაქში, QinQi-ს საზაფხულო სკოლა გაიხსნა, სადაც მასტერკლასის საშუალებით, ადამიანებს შესაძლებლობა აქვთ, ისწავლონ მინანქარზე მუშაობა და შექმნილი ნივთი თავადვე დაიტოვონ: 

 

„ასე წარმომედგინა, რომ ცისფერ ოთახში, ცისფერ გარტენზიებს დავდგამდი, ჭრელი კაბა მეცმეოდა და ვორქშოფებს ჩავატარებდი. სიტყვა სიტყვით ახდა ყველაფერი და ადამიანები ისეთი ბედნიერები მიდიან აქედან, როგორ ზღაპრულად და ჯადოსნურადაც წარმომედგინა. მიტოვებენ ისეთ ემოციებს, რომ მეტირება“ – სალომე ქიქავა.