„აწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერით გირჩის მურაბის რეალიზაცია დაიწყო

2017.07.15 12:46:45
„აწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერით გირჩის მურაბის რეალიზაცია დაიწყო

სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერით, მიკრომეწარმე ელიზა გოგოლაძემ საკუთარი პროდუქციის, კერძოდ, გირჩის მურაბის რეალიზაცია დაიწყო. 

 

ბორჯომში, სოფელ ტიმოთესუბანში ელიზა გოგოლაძე ფიჭვის მტვერსა და გირჩის მურაბას სახლის პირობებში ამზადებდა, ხოლო მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში მიღებული 5000-ლარიანი თანადაფინანსებითა და გაწეული კონსულტაციების შემდგომ ფიჭვის მტვრისთვის გასაშრობი სათბურის აშენება და კეთილმოწყობა შეძლო.