ქართული კინო თამაში არენა-ინოვაცია ქართულ ბაზარზე

2019.12.02 13:55:16
 ქართული კინო თამაში არენა-ინოვაცია ქართულ ბაზარზე

თან თამაშობ, თან ფილმს უყურებ – “არენა” ქართული კინო-თამაშია, რომელიც adjarabet.com-ის ინიციატივით შეიქმნა. ფილმის პრემიერა 2 დეკემბერს შედგება. მისი ხილვა, ონლაინ რეჟიმში, პლატფორმა arena.ge-ზე შეგეძლებათ. როგორც პროექტის ავტორები ამბობენ ინტერაქციული კინოფილმის მართვა მაყურებელს პროცესშივე შეეძლება. ფილმი რამდენიმე განვითარებას მოიცავს, შესაბამისად, სწორედ, მაყურებელზე იქნება დამოკიდებული, როგორ განვითარდება სიუჟეტი.

ფილმის გადაღებები წყალტუბოში, მთელი ზაფხულის განმავლობაში, მიმდინარეობდა. მასში მონაწილეობან როგორც ქართველი, ისე უცხოელი ცნობილი სახეები.

 

გადაღებებს Metro Production უძღვებოდა. პროექტზე სარეკლამო სააგენტო JWT Metro მუშაობდა. ფილმის რეჟისორი კი დავით ბორჩხაძეა.

 

“ჩვენ შევქმენით ისეთი პროდუქტი, რომელსაც ანალოგი არამარტო საქართველოში, არამედ მთელ მსოფლიოშიც არ გააჩნია. ჩვენ ინდივიდუალურ გამოცდილებას შევუქმნით თითოეულ ადამიანს, რადგანაც ისინი თვითნ მართავენ თამაშს” – ამბობს adjarabet.com-ის PR სამსახურის ხელმძღვანელი, ნინი გუჯაბიძე.

წყარო:https://www.marketer.ge/