კომპანია ,,კულას“ დაარსების ისტორია

2019.09.23 13:13:44
კომპანია ,,კულას“ დაარსების ისტორია

მრავალი წელია, რაც ქართულ ბაზარზე კულას პროდუქტი გვხვდება და მისი ნაწარმით არა მხოლოდ ქვეყნის მცხოვრებნი, არამედ საზღვრებს გარეთ მყოფი ადამიანებიც მოხიბლულნი არიან.  გორში მდებარე ქარხნის მიერ წარმოებული პროდუქციის სია მრავალფეროვანია. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, იგი თავის მომხმარებელს სთავაზობს ნატურალურ პროდუქტს.

ბაზარზე გასვლა 2009 წელს აქტიურად დაიწყეს, მხოლოდ ხილის წვენით. დღეისთვის კი თავის მომხმარებელს დაკონსერვებულ ხორცპროდუქტებსაც სთავაზობს.

ქარხნის დაარსების ისტორიას  საფუძვლად უდევს  2008 წელს რუსეთის საზღვრის დაკეტვა. როდესაც მოსახლეობამ ვერ შეძლო ხილის გაყიდვა სწორედ ამ დროს გადაწყვიტეს თავისივე ხილი თავად გამოეყენებინათ. ქარხნის დაარსების ერთ-ერთი მთავარი სტრატეგია გახლავთ ის, რომ რაც შეიძლება მეტი ქართული პროდუქტის რეალიზება მომხდარიყო და ასევე  ქარხანაში რაც შეიძლება მეტი ადამიანი დასაქმებულიყო. ამჟამად ,,კულას“ ორ ქარხანაში დასაქმებულია 350 ადამიანი, რომლებსაც სეზონურად 60-70 დასაქმებული ემატება. დღეისათვის ,,კულას“ პროდუქტი 25 ქვეყანაშია წარმოდგენილი.