იტალიური ფუფუნების კომპანია- BVLGARI-ის დაარსების ისტორია

2019.08.28 11:41:47
იტალიური ფუფუნების კომპანია- BVLGARI-ის დაარსების ისტორია

ცნობილი ბრენდი Bvlgari დაარსდა 1884 წელს რომში, ბერძნული წარმომავლობის იუველირის სოტირიო ბულგარის (Sotirios Voulgaris) მიერ.მიუხედავად იმისა, რომ კომპანიამ სახელი თავისი სამკაულებით გაითქვა, დღეს ეს დივერსიფიცირებული ფუფუნების ბრენდია, რომელიც აწარმოებს  საათებს, სუნამოებს და აქსესუარებს.

ცოტა რამ ბრენდის დაარსების შსახებ.

 სოტირიო ბულგარი გახლდათ ცხრა დედმამიშვილში ყველაზე უმცროსი. იგი 1884 წელს იტალიაში გადავიდა საცხოვრებლად, იქ დაქორწინდა და რომში საკუთარი მაღაზია გახსნა, სადაც იგი ვერცხლის ნივთების გაყიდვით იყო დაკავებული. ჯორჯიო, სოტირიოს ერთ–ერთი ვაჟი, დაინტერესდა ძვირფასი ქვებით და შეიმუშავა ის სტილი, რომელიც კომპანიას დღემდე აქვს შენარჩუნებული. ჯორჯიოს ძმა, კონსტანტინე, გახლდათ იტალიური ტრადიციების მკაცრი მიმდევარი და დამცველი. სწორედ ამ უკანასკნელმა მოახერხა ამ ტრადიციების გაერთიანება იმ ინოვაციურ პროექტებში, რაც მისმა მამამ და ძმამ შეიმუშავეს.

 Bvlgari - ის პირველი ბუტიკი გაიხსნა რომში და ძალიან მალე გახდა პოპულარული, ქალაქის იმდროინდელ არისტოკრატებს შორის. აღსანიშნვაია, რომ ბრენდი თავის ნაწარმში მხოლოდ ძვირფას ლითონებსა და ქვებს და ნახევრადძვირფას ქვებს იყენებს. ისინი მუდამ გეომეტრიულ ფიგურებს გამოსახავენ და შეუდარებელ ფერთა გამას ქმნიან. აღსანიშნავია, რომ ამა თუ იმ ქვეყნის სამეფო ოჯახების რელიქვიაში შესაძლოა ისეთი ნივთების პოვნა, რომლებიც უძველეს დროში ამ ბრენდის მიერ იყო შექმნილი. ძირითადად ბრენდის თაყვანისმცემლები, ამ მარკის ნივთებს არა რაიმე ცერემონიალისთვის ან ღირსშესანიშნაობისთვის ყიდულობდნენ, ისინი აგროვებენ ამ ნივთებს საკუთარი სიამოვნებისთვის.

 

მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ კი, ბულგარების ოჯახმა გახსნა კიდევ ერთი ბუტიკი, ამჯერად ოკეანის გაღმა, ნიუ ორკში. Eau Parfumée au Thé Vert - გახდა ბრენდის პირველი პარფიუმერული ხაზი, რომელსაც უმალ დიდი აღიარება მოჰყვა. 

ოთხმოციანი წლებისთვის  ბრენდმა საკმაოდ ხმამაღალი განაცხადი გააკეთა სამოდელო ინდუსტრიაში. მან საათების წარმოება დაიწყო და ჩამოაყალიბა დამოუკიდებელი საწარმო Bulgari Time. 1984 წლიდან, კომპანიის ხელმძღვანელები ბულგარის ოჯახის მესამე თაობის წარმომადგენლები გახდნენ. ესენი ჯორჯიოს ვაჟები გახლდნენ. კომპანიის პრეზიდენტი გახდა პაოლო ბულგარი, ვიცეპრეზიდენტი კი ნიკოლა ბულგარი. კომპანიის აღმასრულებელ დირექტორად ძმებმა ფრანჩესკო ტრაპანი დანიშნეს. მას შემდეგ კი კომპანიის საქმეები გეომეტრიული პროგრესიით ვითარდება. 1993 წელს საზოგადოებამ ბრენდის პირველი პარფიუმერული ხაზი, Eau Parfumee Cologne au The Vert იხილა.

შეგახსენებთ, რომ ამ დროისათვის ბრენდს სულ 30 არომატი აქვს შექმნილი. მათ შექმნაზე მუშაობდნენ: ჟაკ კავალი, ანიკ მენარდო და ალბერტო მორილასი. Bvlgari–ს ყველაზე წარმატებული არომატები კი გახლავთ: Aqva Pour Homme – BLV, Jasmin Noir, Omnia, Omnia Green Jade, Rose Essentiale და Voile de Jasmin.დღეს ბრენდის თითქმის ყველა სუნამო უსაზღვრო პოპულარობით სარგებლობს.