კრისტიან დიორი- მოდის უგვირგვინო მეფე

2017.05.11 13:26:58
კრისტიან დიორი- მოდის უგვირგვინო მეფე

” უბრალოობა, კარგი გემოვნება და თავის მოვლა - აი სამი ფუძე იდეალური სტილისა, მას არ ესაჭიროება მატერიალური შესაძებლობები.”

 

არისტოკრატული, უმშვენიერესი ფრანგული პარფიუმერიის კომპანია კრისტიან დიორი (Christian Dior Perfume) შექმნა ცნობილმა ფრანგმა დიზაინერმა კრისტიან დიორმა (1905—1957).

 

1928 წელს დიორმა და მისმა მეგობარმა ჟან ბონჟაკმა გახსნეს გალერეა, რომელშიც გამოფენილი იყო პიკასოს, მატისის და დერენის ნახატები. გალერეას აფინანსებდა მისი მამა.

 

1931 წელი დიორების ოჯახისთვის საკმაოდ მძიმე აღმოჩნდა. გარდაიცვალა კრისტიანის დედა. მამის ბიზნესი კი გაკოტრდა და იგი დაავადდა მძიმე სენით – ტუბერკულიოზით. ყველაფერი ამის გამო კრისტიან დიორი იძულებული ხდება დაკეტოს გალერეა და დაიწყოს თავისი შექმნილი კაბების და ქუდების ესკიზების გაყიდვა.

 

ესკიზები საკმაოდ სწრაფად გახდა იმდენად პოპულარული, რომ მათი სურათების დაბეჭდვა დაიწყო იმ დროისთვის ერთ–ერთმა ცნობილმა ჟურნალმა Le Figaro Illustre.

 

1938 წელს კრისტიანის ნამუშევრები ექცევა იმ დროისთვის ცნობილი დიზაინერის – რობერტ პიკეს (Robert Piguet) მხედველობის არეში. მაგრამ მეორე მსოფლიო ომმა ხელი შეუშალა დიორის სამოდელო ბიზნესს. იგი მიდის სამხედრო სამსახურში და 1941 წლამდე მსახურობს საფრანგეთის სამხრეთით.

 

1942 წელს კრისტიანი ქმნის პარფიუმერიის ლაბორატორიას, რომელიც დღეს ცნობილია, როგორც კომპანია "კრისტიან დიორის პარფიუმერია" (Christian Dior Perfume).

"სუნამო – ეს არის ქალის პიროვნების აუცილებელი ატრიბუტი, ეს არის კაბის დამამთავრებელი აკორდი" – ასე ხსნიდა შემდგომ კრისტიანი თავის ჩანაფიქრს.

 

ომის შემდეგ 1946 წელს ტექსტილის ფაბრიკის Marcel Boussac ფინანსური დახმარებით კრისრიანი ხსნის საკუთარ სამოდელო სახლს.

 

1947 წელს პირველივე კოლექცია იქმნება აბსოლუტურად ახალი კონცეფციით New Look. ეს იყო კრინოლინის ახალი ვარიანტით შექმნილი ტანზე მომდგარი ტანისამოსის რომანტიული სტილი. ტანსაცმლის სილუეტში მან გამოხატა თავისი შეხედულება ქალურობაზე, რომელიც ომის პერიოდში აკლდა ქალის ტანისამოსს. დიდ გაჭირვებას და ომს გამოვლილმა საზოგადოებამ უცბათ აიტაცა დიორის ახალი სტილი. ამავე წელს მას მიანიჭეს მაღალი მოდის ოსკარის პრემია.

 

1955 წლიდან იწყება დიორის ტუჩსაცხის, ხოლო 1961 წლიდან ფრჩხილების ლაქის წარმოება.

 

1957 წლის 24 ოქტომბერს უდიდესი დიზაინერი კრისტიან დიორი, რომელიც იმყოფებოდა იტალიაში სამკურნალოდ 52 წლის ასაკში მოულოდნელად გულის შეტევით გარდაიცვალა.

 

კრისტიანის სიკვდელის შემდეგ, ახალგაზრდა ივ სენ ლორანი (Yves Saint Laurent), რომელიც დიორის კომპანიაში მუშაობდა 1953 წლიდან, ხდება ფირმის წამყვანი მოდელიერი.

 

დღევანდელ დღეს კრისტიან დიორის სახლი თანაბრად ცნობილია როგორც ტანსაცმლის სტილით, ასევე ერთ–ერთი წაქმყვანია პარფიუმერიის და აქსესუარების სფეროში.

 

 

წყარო: geronia.blogspot.com