BMW-ს დაარსებისა და განვითარების ისტორია

2019.02.25 14:19:08
BMW-ს დაარსებისა და განვითარების ისტორია

Bayerische Motoren Werke AG (BMW) - გერმანული კომპანიაა, რომელიც ავტომობილებს, მოტოციკლებს და ძრავებს აწარმოებს.საწარმოს შტაბ-ბინა მდებარეობს მიუნხენში, მის წინ კი გასაღების ფორმის BMW-ს მუზეუმია.


imageმისი აქციები ფრანკფურტის საფონდო ბირჟაზე განლაგებულ DAX-ზე იყიდება.image დაარსების ისტორია BMW-ს კომპანიის დაარსების ოფიციალურ დღედ 1917 წლის 21 ივლისი ითვლება, თუმცა BMW-ს ისტორია რამდენიმე წლით ადრე დაიწყო.1913 წელს მიუნხენში 2 პატარა ფირმა გამოჩნდა, რომლებსაც სათავეში კარლ რაპი და გუსტავ ოტო(ნიკოლაუს ოტოს შვილი, რომელმაც შიდა წვის ძრავა შექმნა) ედგნენ.პირველი მსოფლიო ომის დაწყების შემდეგ ორივე ფირმა იძულებული გახდა გაერთიანებულიყო, რათა თვითმფრინავის ძრავები შეექმნათ.

1916 წელს კომპანიას ახალი სახელი - "ბაიერიშე მოტორენ ვერკე" ეწოდა.1917 წელს BMW-ს ემბლემაც დამუშავდა, რომელიც მოტრიალე პროპელერის სიმბოლოს წარმოადგენს.იმავე წელს, კომპანიის მთავარმა ინჟინერმა მაქს ფრიცმა ექვს ცილინდრიანი საავიაციო ძრავი - "ტურ 3ა" შექმნა, შემდეგ კი "მოტორ 4", რომლითაც 1919 წელს ფრანც დიმერმა მსოფლიო რეკორდი დაამყარა სიმაღლეზე ხტომაში.იგი ცაში 9 670 მეტრზე ავიდა. მაქს ფრიცმა კიდევ ერთხელ გამოიჩინა გამჭრიახობა, როდესაც ვერსალის ხელშეკრულებით საავიაციო ძრავების გამოშვება აკრძალეს, BMW გაკოტრების საფრთხის წინაშე დადგა, მაგრამ მაქსმა დაიწყო მოტოციკლების წარმოება.მან გამოუშვა "R 32", რომელიც 1923 წელს დაყენებულ იქნა სერიულ წარმოებაზე და მალევე მოიპოვა პოპულარობა.

image

5 წლის შემდეგ კომპანიამ აიზენახში პატარა ავტომობილების მწარმოებელ Dixi-ს ქარხანა შეიძინა. ხელშეკრულებით ქარხანა უშვებდა ავტომობილებს "ოსტინ დიქსის" მარკით.ახალი დიქსი დიდი მოთხოვნილებით სარგებლობდა, ამიტომ BMW დიდ ხანს არ ხსნიდა ამ მოდელს წარმოებიდან. image 1932 წელს კომპანიამ საკუთარი ავტომობილი გამოუშვა.ეს იყო მოდელი 3210, რომლის ძრავაც ორიგინალურად იყო შემუშავებული.მისი სიმძლავრე 20 ცხენის ძალა იყო, ხოლო სიჩქარე 80კმ/სთ.პირველად BMW 303 ჩაუმონტაჟდა გამოზნექილი ლითონის ბადე რადიატორის წინ და ამ მოდელის სიჩქარე იყო 90კმ/სთ.

სპორტული ავტომობილების რამოდენიმე მოდელის გამოშვების შემდეგ BMW-ს ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა მაღალი კლასის ავტომობილების წარმოებაც.კონსტრუქტორებმა დასახულ მიზანს მალე მიაღწიეს და გამოუშვეს BMW 326, რომელიც Mercedes Benz-საც კი უწევდა კონკურენციას.დიდი მოთხოვნილების გამო ეს მოდელი 16 000 ცალი აიწყო.

BMW ფორმულა 1-ში პირველად 2006 წელს ჩაება.მისი დევიზია "მართვა-სიამოვნებაა".ამჟამად დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარეა ნორბერტ რაიტჰოფერი, ხოლო სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე-იოახიმ მილბერგი.

2008 წლის მონაცემებით, მისი წლიური ბრუნვა შეადგენდა 53 197 მილიარდ ევროს.2009 წლის თებერვლის მონაცემებით, კომპანიაში დასაქმებულია 99 079 ადამიანი. 1955 წლისათვის კომპანიამ საკმაოდ უცნაური მოდელი - ი ე ს ტ ა შექმნა.მას მხოლოდ ერთი კარი ჰქონდა, ძრავი კი 13 ცხენისძალიანი იყო და მხოლოს 80კმ/სთ-ს ანვითარებდა.მაგრამ სიიაფის გამო საზოგადოებაში დიდი ინტერესი გამოიწვია. მოგვიანებით BMW-მ ძვირადღირებული სპორტული მოდელები - 503 და 507 შექმნა.

ავტომობილებს გარკვეული ხარვეზები აღმოაჩნდა.მეორე მსოფლიო ომის შემდეგ დაზარალებული ფირმა ნორმალურად არ იყო ფეხზე დამდგარი და ფინანსურ კრიზისს განიცდიდა.ამ ინფორმაციის გაჟონვის შემდეგ დაიმლერ ბენცმა BMW-ს აქციების ყიდვა მოინდომა, მაგრამ კომპანიამ სხვის დაუხმარებლად ფულის მოგროვება და ახალი მოდელის შექმნა განიზრახა.

1961 წელს შეიქმნა ახალი იაფფასიანი კომფორტული სედანი 1, 4 ლიტრიანი ძრავით.ფასმა და კომფორტმა თავისი გაიტანა და კომპანიამ ერთბაშად 20 000 ცალის შეკვეთა მიიღო.ასე დაიწყო BMW-ს მორიგი აღმავლობა.