ქართული ლიდერი ბრენდი ANOUKI

2019.02.20 15:31:41
ქართული ლიდერი ბრენდი  ANOUKI

ANOUKI ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და წარმატებული ქართული ბრენდია, რომელიც არაერთ ქვეყანაში დიდი პოპულარობით სარგებლობს.

ბრენდი 2013 წელს ქართველმა დიზაინერმა ანუკი არეშიძემ შემქნა. ანუკის განათლება ევროპის სხვადასხვა უნივერსიტეტში აქვს მიღებული, თუმცა როგორც თვითონ ამბობს მილანის დიზაინის სკოლაში ჩაბარება დაეხმარა მას გაეგო რა მიმართულებით სურდა მუშაობა. დიზაინერობა და საკუთარი ბრენდის შექმნის იდეა კი მას ბავშვობიდან ჰქონდა.

თავდაპირველად დიზაინერმა თავისი კარიერა უკრაინაში დაიწყო, თუმცა საბოლოოდ სამშობლოში დამკვიდრდა და უკვე მრავალი წელია ბრენდით ANOUKI ახალ კოლექციებს სთავაზობს მომხმარებელს.

ბრენდი განსაკუთრებით დიდი პოპულარობით სარგებლობს სოციალურ ქსელებში და მომხმარებელთა უმრავლესობა სოციალური ქსელის საშუალებით ეცნობა მიმდინარე სიახლეებს. ანუკის ბრენდი ცანსაცმელს, ფეხსაცმელს და სხვადასხვა აქსესუარს გვთავაზობს.

თავიდანვე ბრენდი აქტიურად იყო წარდგენილი ევროპულ გამოფენებსა და პარიზის შოურუმებში, რაც ზრდიდა როგორც ანუკის, ასევე მისი ბრენდის ცნობადობას. ბრენდის ტანსაცმელი წარდგენილია ისეთ ცნობილ მაღაზიებში როგორიც არის : Harvey Nichols Hong Kong, D-Mop Hong-Kong, Isetan Japan, Rare Market Korea, Lyyk (4 მაღაზია რუსეთში) More is Love.

2017 წელს ქართული ბრენდი ANOUKI მილანის მოდის კვირეულის ოფიციალური წევრი გახდა.

მილანის მოდის კვირეული მსოფლიო მოდის ინდუსტრიის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენაა. მის ჩვენებებზე სხვადასხვა ატელიე და მოდის სახლი მაყურებელს საკუთარ კოლექციებს უჩვენებს და ახალი სეზონის მოდის მიმართულებების შეფასების საშუალებას იძლევა.

2019 წლის იანვარში ერთ-ერთმა ცნობილმა ამერიკელმა სახემ ქლოე კარდაშიანმა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა ფოტო, რომელმაც ყურადღება მიიქცია. კერძოდ, ქლოემ ანუკი არეშიძის მოსაცმელი მოირგო.ქლოე კარდაშიანი

ანუკი არეშიძის, როგორც დიზაინერის სახელს არაერთი წარმატება უკავშირდება.ანუკი მსოფლიოში აღიარებულ ქართველ დიზაინერებს შორის მოწინავე ადგილს იკავებს და მისი პოპულარობა სულ უფრო იზრდება.Related image