Starbucks- ბრენდის წარმოშობის ისტორია

2019.02.08 13:16:34
Starbucks- ბრენდის წარმოშობის ისტორია

Starbucks- მსოფლიოში  ალბათ ყველაზე გავრცელებული ყავის ქსელია.

 

კომპანია შედარებით ახლო წარსულში, 1971 წლის 30 მარტს სამი დამფუძნებლის - ჯერი ბოლდუინის, ზევ სიგლისა და გორდონ ბოუკერის მიერ  სიეტლში  დაარსდა.

 

ბიზნესი თავდაპირველად მაღაზიებში ყავის მარცვლების გაყიდვით შემოიფარგლებოდა. ეს მაღაზია იყო არა პირველი, არამედ ერთადერთიც. მაგრამ უკვე 10 წლის შემდეგ Starbucks -ის მაღაზიათა რაოდენობა 5-მდე გაიზარდა, კომპანიას საკუთარი ფაბრიკა გაუჩნდა, საკუთარ მაღაზიებში ყავის გაყიდვის გარდა, საწარმო მრავალ ყავახანას, ბარსა და რესტორანს  ყავის მარცვლებით უზრუნველყოფდა.

 

1987 წელი Starbucks -ის  ისტორიაში გარდამტეხი ეტაპი იყო. მას სათავეში ჩაუდგა ჰოვარდ შულცი, რომელმაც ის აქცია იმ ბრენდად,  როგორსაც ჩვენ დღეს ვიცნობთ. შულცი რამდენიმე წლის განმავლობაში Starbucks -ის კომპანიაში მარკეტინგის განყოფილებას ხელმძღვანელობდა , მაგრამ საკუთარი ოცნება -          კომპანიის ბაზაზე ყავახანების დაარსება - ვერ განახორციელა. ამიტომ მიატოვა სამუშაო და თავისი საკუთარი ბიზნესი დაიწყო - მალევე ის „ილ ჯიორნოს“ ყავახანების ქსელის მფლობელი გახდა, ხოლო 1987 წელს, ინვესტორების მოძიების შედეგად Starbucks -ის კომპანია მთლიანად შეისყიდა. ამის შემდგომ შულცმა თავის ყავახანებს Starbucks -ის სახელი დაარქვა  და ორი მონათესავე სფერო ერთ კომპანიად ჩამოაყალიბა. ასეთმა ალიანსმა წარმოუდგენელი შედეგი გამოიღო და საოცრად იღბლიანი გამოდგა -  Starbucks -მა მსოფლიო დაიპყრო.

 

სახელწოდება Starbucks  - ჰერმან მელვილის წიგნის, „მობი დიკის“ ანუ „თეთრი ვეშაპის“ რომანის პერსონაჟის, სტარბაკისგან არის აღებული. თავდაპირველად თავად გემის სახელის, „პეკოდის“ დარქმევა სურდათ, მაგრამ დამფუძნებლებს ასევე უნდოდათ, რომ დასახელებას სიეტლის კოლორიტი და ადგილობრივი სული აესახა. ახლოს მდებარე პატარა ტბა - სახელად სტარბო - აღმოჩნდა ამ იდეის სწორი მიგნება და შედეგად სახელწოდება - Starbucks-იც დაიბადა.  თუმცა ალბათ Starbucks -ის ყველაზე დასამახსოვრებელ ელემენტად მისი ლოგოტიპი აღმოჩნდა. სირინოზი ანუ ქალთევზა ორი კუდით, რომელიც 16-ე საუკუნის გრავიურაზე იქნა აღმოჩენილი, Starbucks -ის ემბლემაზე ოდნავ სახეშეცვლილი გადავიდა და ამით ზღვის თემასთან კიდევ უფრო დაახლოვდა. ქალთევზა მწვანე წრეში გარშემო ვარსკვლავებით - ბრენდის სავიზიტო ბარათია.

 

დღესდღეობით Starbucks არა მხოლოდ ყავის, ყავის შემცველი სასმელების და დესერტების მწარმოებელია. კომპანია ასევე წიგნების, კინემატოგრაფიის, მუსიკის ბიზნესითაა დაკავებული, არსებობს სპეციალური ქვედანაყოფი - სტარბაკს ერთენთეითმენტი, რომელიც კომპანიის ფარგლებში გასართობ მიმართულებას ავითარებს.

 

Starbucks -ის ყავახანები 50-ზე მეტ ქვეყანაშია გახსნილი, 18000-ზე მეტი დაწესებულებით. კომპანიის შტაბ-ბინა კი, დღემდე სიეტლშია.