ტანსაცმლის ყველაზე პოპულარული ბრენდი ცნობილია

2019.02.07 14:44:56
ტანსაცმლის ყველაზე პოპულარული ბრენდი ცნობილია

ტანსაცმლის იტალიელი მწარმოებელი Gucci მსოფლიოში ყველაზე პოპულარული მოდური ბრენდია. ამის შესახებ ინფორმაციას Independent-ი ავრცელებს.

პლატფორმა Lyst-ის სპეციალისტებმა, რომელიც სპეციალიზებულია მოდის ინდუსტრიაში, 6 მილიონი მომხმარებლის ონლაინ-შესყიდვები გააანალიზეს. მათი მონაცემებით, ყველაზე მოთხოვნადია Gucci. მეორე ადგილზე ვირჯილა აბლოს ბრენდი Off-White გავიდა, ხოლო მესამეზე Balenciaga გავიდა, რომელის კრეატიული დირექტორი დემნა გვასალიაა.