“ალტერსოქსი “ - ფერადი წინდები სხვადასხვა თემატიკით

2019.02.05 12:58:32
“ალტერსოქსი “ - ფერადი წინდები სხვადასხვა თემატიკით

“ალტერსოქსი “ ქართული წარმატებული სტარტაპია, რომელიც ცოლ-ქმარმა ნინო მენთეშაშვილმა და რეზი ბესელაშვილმა 2016 წლის მარტში წამოიწყეს, დღეს კი ერთ-ერთ ყველაზე კონკურენტუნარიან პროდუქტს წარმოადგენს ბაზარზე.

 

წინდებზე გადატანილია ყველაზე ტრენდული და პოპულარული თემები სხვადასხვა სფეროდან: მუსიკა, კინო, მხატვრობა, წიგნები, ქართული თემატიკა, სასმელი, საჭმელი და ა.შ.

 

 

 

 

მოხატული წინდები 89 პროცენტით ნატურალური ბამბისგან მზადდება, იმპორტირებულში კი მისი შემცველობა 70 პროცენტია. როგორც თავად რეზი ამბობს, მსოფლიოში საკმაოდ პოპულარულია ცნობილი მხატვრების ნამუშევრების პოპ-კულტურაში გამოყენება, მუნკის, ვან გოგის და კლიმტის ნამუშევრების ბევრ ალტერნატივას ვნახავთ, თუმცა არ გვქონდა ქართველი მხატვრების ნამუშევრების მსგავს პროდუქციაში გამოყენების მაგალითები, “ალტერსოქსი” კი, პირველი ქართული პროდუქციაა, რომელმაც ხელი შეუწყო ქართული მხატვრობის და ერვნული სიმბოლოების პოპულარიზაციას.

 

 

პროდუქტზე დატანილია სხვადასხვა თემატიკის ნახატები, რაც სხვადასხვა სეგმენტის მომხმარებელზეა გათვლილი. “ალტერსოქსის” ძირითად მომხმარებლებს წარმოადგენენ ახალგაზრდები 18-25 წლამდე, რომალთა გემოვნებაც ისეთივე მრავალფეროვანია, როგორც მათი წინდები და შემოთავაზებები. 

 

მოხატული წინდების ღირებულება 7,5 ლარიდან იწყება, რამოდენიმე მათგანის შეძენის შემთხვევაში კი ფასდაკლება მოქმედებს. გარდა ამისა, მომხმარებელს სასაჩუქრე ყუთებში მოთავსებული წინდების შეძენაც შეუძლია, რომელიც სპეციალურად ქალბატონებზე, მამაკაცებზე და წყვილებზეა გათვლილი. 

 

 

‘ალტერსოქსის “ მომხმარებელთა რაოდენობა ყოველდღიურად იზრდება, მათ მომავალ გეგმებში პროდუქტის საზღვარგარეთ გატანა იგეგმება, ამ ეტაპზე კი მათი პროდუქტი აშშ-შიც იყიდება.