Coca-Cola ბრენდის წარმოშობის ისტორია

2017.04.27 13:27:13
Coca-Cola ბრენდის წარმოშობის ისტორია

პლანეტის ყველაზე საყვარელი, უალკოჰოლო გაზირებული სასმელი, Coca-Cola 1886 წლის 8 მაისს ატლანტაში, კერძოდ კი ჯორჯიის შტატში ამერიკის არმიის კონფედერაციის ყოფილი ოფიცრის და იმ დროისთვის ფარმაცევტ Jon Stith Pemberton-ის მიერ იქნა გამოგონილი.

თვითონ სახელწოდება Coca-Cola კი პემბერტონის ბუღალტრის- ფრენკ რობინსონის მიერ იქნა შერჩეული. მას თავისი კალიგრაფია ჰქონდა და ლამაზად გამოყვანილი ასოებით დაწერა სიტყვა „Coca-Cola“, რაც დღემდე კოკა-კოლას ლოგოტიპია.

 

Coca-Cola-ს ძირითადი შემადგენელი ნაწილი კოკაინი იყო, რომელიც Coca-Cola-ში მატონიზირებელ მოქმედ ნივთიერებას წარმოადგენდა. ყოველ დღე საშუალოდ 9 ბოთლი Coca-Cola თუ იყიდებოდა. პირველ წელს შემოსავალი მხოლოდ 50$ გახდა, ხოლო ზარალი კი 70$, მაგრამ მისი რეალიზაცია თანდათან გაუმჯობესდა და მოიპოვა პოპულარობა მთელს მსოფლიოში.

 

1902 წელს შტატების ყველაზე პოპულარული გამაგრილებელი სასმელი იყო და ბრუნვამაც ამ წელს 120 000 $ შეადგინა. 1903 წელს კი საზოგადოებრივი აზრი კოკაინის მიმართ შეიცვალა და გაზეთ «New York Tribune»-ში დაიწერა უზარმაზარი სტატია იმის შესახებ, რომ მხოლოდ Coca-Cola-ა დამნაშავე შავკანიანების თეთრკანიანებზე თავდასხმაში მასში შემავალი ნივთიერებების ზემოქმედების შედეგად. ამის შემდეგ კი Coca-Cola-ს მომზადების დროს იყენებდნენ არა კოკას ნედლ ფოთლებს, არამედ უკვე გამომშრალს და მასში მოქმედი ნივთიერებების გამოწვლილვის შემდგომ, რამაც სასმელის პოპულარობა კიდევ უფრო გაზარდა.

 

1931 წელს კომპანიამ ამერიკელ მხატვარს ჰადონ სუნდბლომს შეუკვეთა თეთრ–წითელი ფერის სანტა კლაუსის კოსტუმის დიზაინი (მანამდე სანტა კლაუსი იცვამდა სხვადასხვა ფერის და ფორმის ტანისამოსს). მხატვარმა ბევრი ფიქრის შემდეგ სანტას სახე დახატა საკუთარი ავტოპორტრეტის სახით.

 

1960 წელს დაიწყო სასმელის ქილებში ჩამოსხმა, რომელიც მანამდე გამოიყენებოდა მხოლოდ არმიისათვის.

 

1977 წლიდან კი დაიწყო კოკა კოლის 2 ლიტრიანი პლასტიკური ბოთლებით გამოშვება.

 

1979 წელს კომპანიის სათავეში მოდის რობერტო გოზუეტა.

 

1982 წელს გამოვიდა კოკა კოლის ახალი სასმელი Diet Coke, რომელიც შაქრის მაგივრად შეიცავს შემცვლელს და არის ნაკლებად კალორიული.

 

დღევანდელ დღეს კოკა კოლა არის მთელს მსოფლიოში ცნობადი ბრენდი, რომელიც იყიდება თითქმის 200 ქვეყანაში. როგორც ამბობენ, ერთი დღის განმავლობაში მთელს მსოფლიოში იყიდება საშუალოდ 1 მილიარდი ბოთლი კოკა- კოლა.