"სიყვარული - საუკეთესო კოსმეტიკაა, მაგრამ კოსმეტიკის შეძენა უფრო ადვილია"- ივ სენ-ლორანი

2019.01.11 20:33:36
"სიყვარული - საუკეთესო კოსმეტიკაა, მაგრამ კოსმეტიკის შეძენა უფრო ადვილია"- ივ სენ-ლორანი

ივ სენ-ლორანი XX-ე საუკუნის ერთერთი ყველაზე ცნობილი მოდელიორია.

მოდის სამყაროს ვუნდერკინდი, რომელიც 21 წლის ასაკში ლეგენდარული Christian Dior-ის მოდის სახლს ჩაუდგა სათავეში და ღირსეულად გააგრძელა მისი დამფუძნებლის გზა. საკუთარი კომპანიის დაარსების შემდეგ, ივ სენ-ლორანმა დაიწყო თავისი დროისთვის რევოლუციური მოდელების შექმნა. მან ქალბატონებს შესთავაზა სამოსი საფარის სტილში, მოდაში დაამკვიდრა ტრაპეცია და პირველმა წარმოადგინა პოდიუმზე ქალის სმოკინგი.

ის იყო პირველი, ვინც პოდიუმზე ფერადკანიანი მოდელები გამოიყვანა. ივ სენ-ლორანის კოლექციები დღემდე რჩება მთელი მსოფლიოს დიზაინერთა შთაგონების წყაროდ და კრეატიულობისა და ინოვაციურობის მაგალითად. 1985 წელს ივ სენ-ლორანი დააჯილდოვეს მაღალი მოდის "ოსკარით". მისი ციტატებიდან ჩანს თუ რამდენად ძლიერი იყო მისი ერთგულება მოდისადმი და როგორ უყვარდა ეს საქმე.

ივ სენ-ლორანი 2008 წლის 1 ივნისს 71 წლის ასაკში გარდაიცვალა.

 

 

 

თუ ქალი უვლის თავსი სხეულს, ყოველთვის მოიძებნება ისეთი ვინმე, ვინც უყიდის მას ქურქს.

 

 

სიყვარული - საუკეთესო კოსმეტიკაა. მაგრამ კოსმეტიკის შეძენა უფრო ადვილია.

 

 

მოდა დროებითია, სტილი - სამუდამო.

 

 

 

ქალისთვის საუკეთესო სამოსი საყვარელი მამაკაცის შემოხვეული მკლავებია. მაგრამ მათთვის ვინც ასეთ ბედნიერებას მოკლებულია, ვარსებობ მე.

 

 

წლების შემდეგ მივხვდი რა არის მთავარი კაბაში - ეს არის ქალი, რომელიც მას იცვამს.

 

 

ამ ცხოვრებაში მხოლოდ იმას ვნანობ, რომ ჯინსი არ არის ჩემი შექმნილი.

 

 

გარდერობი - ეს ცხოვრების წესია.

 

 

ელეგანტური შეიძლება ეწოდოს თვალისმომჭრელ კაბას, რომელიც არ შეიძლება ჩაიცვა ორჯერ.

 

 

იმისთვის რომ იყოს ლამაზი, ქალისთვის საკმარისია ჰქონდეს შავი სვიტრი, შავი ქვედა ბოლო და ხელჩაკიდებული მიდიოდეს საყვარელი მამაკაცის გვერდით.

 

 

სამოსი ქალის პიროვნებას უნდა შეესაბამებოდეს და არა პირიქით.

 

 

ჩემი კაბები შექმნილია იმ ქალბატონებისთვის, რომლებსაც შეუძლიათ იმოგზაურონ ორმოცი ჩემოდნით.

 

 

ერთ მშვენიერ დღეს რადიოში გამოაცხადეს, რომ მე მოვკვდი. უამრავი ჟურნალისტი მომაწყდა. მომიწია მეთქვა, რომ ეს ყველაფერი ტყუილი იყო: " მე აქ ვარ, ცოცხალი და თითქმის ჯანმრთელი." მაგრამ რატომღაც მათ საერთოდ არ უნდოდათ დაჯერება, მიუხედავად იმისა, რომ საკუთარი თვალებით მხედავდნენ.