ძველი თბილისის ტერიტორიაზე იაპონური Vogue-სთვის სურათები გადაიღეს

2018.12.09 12:55:39
ძველი თბილისის ტერიტორიაზე იაპონური Vogue-სთვის სურათები გადაიღეს

ძველი თბილისის ტერიტორიაზე იაპონური Vogue-სთვის სურათები გადაიღეს, რომელშიც “RALPH LAUREN-ის” კოლექციაა ნაჩვენები. კითხვაზე პასუხი, თუ საიდან გაუჩნდა Vogue-ს თბილისში გადაღებების მოწყობის ინიციატივა, Mercedes-Benz Fashion Week Tbilisi-ის დამფუძნებელი სოფო ჭყონია ამგვარად გვპასუხობს:

 

 

“ეს გადაღებები გაიმართა ოქტომბრის ბოლოს. მე ვთანამშრომლობ Conde Nast გამოცემასთან და ხშირად ვთავაზობ გადაღებისთვის საქართველოსაც. იაპონურ ვოგამდე იყო ჰოლანდიური ვოგი, შემდეგი პროექტები დაგეგმილია მცხეთასა და ყაზბეგში, რომელიც GUCCI-სა და რამდენიმე ბრენდის კოლექციებისთვის გაიმართება.”