3 ყველაზე ძვირადღირებული ბრენდი გამოვლინდა

2018.10.04 13:42:21
3 ყველაზე ძვირადღირებული ბრენდი გამოვლინდა

მსოფლიოში სამი ყველაზე ძვირადღირებული ბრენდი გამოავლინეს. ჯამში მათი ღირებულება ამ ეტაპზე 500 მილიარდ დოლარს შეადგენს. კერძოდ, Apple, Amazon და Google მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული ბრენდებია. 

 

ამ სამეულში პირველ ადგილზეა Amazon-ი, რომელიც 155 მილიარდი ღირს, მეორეზეა Google 101 მილიარდით, ხოლო მესამე ადგილს Apple-ი იკავებს. 

 

ათეულში შედის ასევე McDonald’s, რომელიც 43 მილიარდ დოლარადაა შეფასებული.