გურჯაანის ნაყინი- ლიდერი ბრენდი ქართულ ბაზარზე

2018.07.24 20:50:50
გურჯაანის ნაყინი- ლიდერი ბრენდი ქართულ ბაზარზე

„გურჯაანის ნაყინი“ ტრადიციას არ ღალატობს, მომხმარებელს ყოველთვის გემრიელსა და ხარისხიან პროდუქციას სთავაზობს.

 

brandnews.ge კომპანიის დამფუძნებელს, გურამ ბერიკაშვილს გაესაუბრა:

 

 

-გურჯაანის ნაყინმა დიდიხანია მოიპოვა პოპულარობა და მომხმარებელს უყვარს,რა არის ამის საიდუმლო?

 

დიახ, ჩვენი პროდუქცია ნამვილად გამორჩეულია ბაზარზე, მომხმარებელმა,მართლა, ძალიან შეიყვარა. ჩვენი წარმატების საუდუმლო ეკოლოგიურად სუფთა, უმაღლესი ხარისხის  პროდუქტი (კარაქი, ლაზური შოკოლადი, რძის ფხვნილი) და ასევე ჩვენი პროფესიონალი სპეციალისტები არიან.

 

-როგორც ვიცით, ტექნიკური ბაზა განააახლეთ და შეიძინეთ ახალი დანადგარები,რამდენად კმაყოფილი ხართ? 

 

დიახ, განვაახალეთ ჩვენი ტექნიკური ბაზა, შევიძინეთ უახლესი დანადგარები, რომელბიც აუმჯობესებენ და ამარტივებენ პროცეს და ქმნიან კიდევ უფრო საოცარ გემოს. 

 

-რამდენი ქვებრენდი ნაყინი გაქვთ შექმნილი?(ანუ სახეობებიი ნაყინების) 

 

ამ ეტაპზე 3-4 ბრენდული, 30 სახეობის ნაყინი გვაქვს ბაზარზე, თუმცა, უახლესმა ტექნოლოგიება მოგვცა საშუალება, დავამატოთ კიდევ რამდენიმე სახეობის ნაყინი, რომელსაც მალე შევთავაზებთ მომხმარებელს.

 

-როგორ მიმდინარეობს სეზონი,ხართ თუ არა კმაყოფილი? 

ამინდების გამო, დიდად კმაყოფილები არ ვართ, თუმცა ოპტიმიზმს არ ვკარგავთ.

 

-თქვენს პირდაპირ კონკურენტად რომელ ნაყინის კომპანიას მოისაზრებთ? 

გამომდინარე იქიდან, რომ ქართულ ბაზარზე უკვე წლებია ვარსებობთ, გვაქვს მომხმარებლის ნდობა, რეპუტაცია, გვყავს ერთგული მომხმარებელი, რომელსაც უყვარს „გურჯაანის ნაყინი“ ასე რომ, ჩვენ უკონკურენტოები ვართ.