VALENTINO- ბრენდის წარმოშობის ისტორია

2018.03.16 13:36:32
VALENTINO- ბრენდის წარმოშობის ისტორია

ვალენტინო - რომის იმპერატორი “ამ ადამიანს სიცოცხლით ტკბობა შეუძლია და სურს საკუთარი სამოსით ქალბატონებსაც იგივე განაცდევინოს”.

 

ერთხელ საგულდაგულოდ გარუჯულს სამსახურის დატოვება მოუხდა - ძალიან გაუგრძელდა არდადეგები - ზღვაზე იყო, ვერ შეელია მზეს. მოდის სახლში ჟეან Dესსèს, სადაც პირველი სამუშაო ჯერ კიდევ 50-იან წლებში დაიწყო, ბრინჯაოსფერ იტალიელს ზრდილობიანად სთხოვეს, ძალიან კი გვიყვარხართ, მაგრამ წაბრძანდითო... მაინცდამაინც არ უდარდია, დაიღალა სხვაზე მუშაობით, შემდეგ ერთხანს ლაროშთან ირჯებოდა... არც ისე დიდხანს. 1959 წელს ვალენტინო იტალიაში დაბრუნდა. ვალენტინო კლემენტე ლუდოვიკო გარავანი, დაიბადა 1932 წელს ლომბარდიაში, ვონიერაში. ჯერ კიდევ ბავშვობაში მოუსინჯავს თავი მომავალ პროფესიაში და ქალაქის მკერავს ერნესტინა სალვადეოს ეხმარებოდა თურმე.

მეფური მანერები, ხელმწიფური ტონი... სულ ნორჩია და ფუფუნებისკენ ლტოლვას საკუთარ თავში კვებავს და კვებავს, ეს მიდრეკილება ბოლოს პლანეტის ყველაზე ლამაზი ქალების შემოსვად გადაექცევა.  17 წლის ვალენტინო პარიზში ჩადის, ჯერ უმაღლეს სამხატვრო სკოლაში, შემდეგ კი პარიზის მოდის პალატაში სწავლობს. დიპლომის დაცვის შემდეგ კრისტობალ ბალენსიაგოსთან სტაჟირება სურს, მაგრამ არ მიიღეს.  სამშობლოში დაბრუნებულმა ფინანსური დახმარება მშობლებს თხოვა, საჭირო თანხა მიიღო და საქმეც დაიწყო. 27 წლისას მდიდრულ რომაულ აპარტამენტებში, ლეგენდარული Spannish Steps-ის მახლობლად, საკუთარი ატელიე აქვს. მდებარეობის წყალობით ჯერ კიდევ კარიერის დასაწყისში ხვდება მეფური წარმომავლობის ბევრ ქალბატონს და ცნობილ მსახიობს. მის კაბებში გათხოვდნენ: ელიზაბეტ ტეილორი, ჯეკი ონასისი, ჟაკლინ კენედი, კორტნი კოკსი, ჯენიფერ ლოპესი.  1968 წლის პერიოდულმა გამოცემებმა ვალენტინოს “მოდის ხელმწიფე” და “მდიდრული ხიბლის შეიხი” უწოდეს. ეს ტიტული ცნობილ “თეთრ კოლექციას” მოჰყვა, არაფორმალურად ამ კოლექციას უფერო, ნო-ცოლოურ ცოლლეცტიონ, დაარქვეს. სწორედ ამ კოლექციასთან ერთად, 1967 წელს წარმოადგინა ვალენტინომ მისი მოდის სახლის ლოგოტიპი, ახლა უკვე კარგად ცნობილი - “V”.  უშფოთველი ფუფუნების მიუხედავად, ვალენტინო შრომითაა “დაავადებული”, როცა მუშაობს, ესკიზები ყველა მხარეს საოცარი სისწრაფით ცვივა. როცა მოდაზე საუბრობს, პატარა ბიჭივით გამოცოცხლდება ხოლმე.  კოლეგებისგან განსხვავებით არასდროს აკეთებდა კოლექციებს თოპსჰოპ-ისთვის ან H&M-ისთვის.   

ვალენტინო-ს სტილი ხომ სულ სხვაა: მხოლოდ ყველაზე მდიდრული ქსოვილი, ყველაზე ძვირფასი სამკაული, ყველაზე მდიდარი და ნათელი ფერთა პალიტრა, ოქრო, ბრილიანტი, ბაფთები, მაქმანები... არავითარი კომპრომისი ფასებთან, “ყველაფერი ყველაზე ძვირი” - როგორც ერთ დროს დედა ამბობდა. ”მთავარი, ქალის მოძრაობაა; მთავარია, როგორ ცოცხლდება მის ტანზე ჩემი სამოსი.მდიდრული ილუზიების დიდოსტატი ვალენტინო გარავანი ოფიციალურად დაემშვიდობა მოდის სამყაროს და საკუთარი მოდის სახლის ხელმძღვანელის პოსტი, რომელიც 45 წელი ეკავა, დატოვა. 4 სექტემბერს ლეგენდარულმა დიზაინერმა განაცხადა, რომ პენსიაში მილანის მოდის კვირეულზე pred-a-portes კოლექციის წარმოდგენისა და haute couture-ის “შემოდგომა-2007”-ის კოლექციის შემდეგ წავიდოდა. 

Valentino Fashion Group-ს, რომელსაც ვალენტინო გარავანი სათავეში ედგა, ისეთი ცნობილი მარკები ეკუთვნის, როგორიცაა Hugo Boss, Missoni, Marlboro Classics, და ასევე ახალგაზრდა, მოდური ამერიკული ბრენდის Proenza Schouler-ის აქციების 45 %. აი, იმპერია, რომელიც იმპერატორმა დატოვა.

Chat Conversation End

Type a message...