PANDORA- ბრენდის წარმოშობის ისტორია

2018.03.13 13:42:00
PANDORA- ბრენდის წარმოშობის ისტორია

1982-1999: საწყისი წლები

 

ეს ყველაფერი თითქმის 30 წლის წინ დაიწყო. დანიელმა ოქრომჭედელმა პერ ენევოლდსენმა და მისმა ცოლმა ვინიმ 1982 წელს კოპენჰაგენში, დანიაში, მოკრძალებულ გარემოში დააარსეს სამკაულების მაღაზია, რომელიც ერთ დღეს პანდორა გახდებოდა.

 

დასაწყისიდანვე ხშირად დადიოდნენ ტაილანდში საიმპორტო სამკაულის ძიებაში. პროდუქტზე არსებული მოთხოვნის ზრდასთან ერთად მათი ინტერესი ნელ-ნელა შეიცვალა საბითუმო ვაჭრობის სფეროთი, დანიაში. 

 

1987 წელს, საბითმო ვაჭრობის რამდენიმე წარმატებული წლის მერე, საცალო გაყიდვები შეწყდა და კომპანიამ გააფართოვა საოპერაციო არეალი. ამასობაში, პირველი მომუშავე დიზაინერი შეუერთდა კომპანიას და პანდორამ აქცენტი აიღო საკუთარი უნიკალური სამკაულების წარმოებაზე. 1989 წელს, კომპანიამ გადაწყვიტა სამკაულის წარმოება გადაეტანა ტაილანდში.

 

2000-2009: საერთაშორისო ცნობადობის დამკვიდრება

2000 წელს, პანდორას ჩარმიანი სამაჯური პირველად ჩაეშვა დანიის ბაზარზე. მომხმარებელმა დადებითად მიიღო ეს კონცეპტი. პროდუქციაზე არსებული დიდი მოთხოვნიდან გამომდინარე, კომპანიამ მალევე დაიწყო საერთაშორისო გაფართოვება. 2003 წელს პანდორამ ამერიკის, ხოლო 2004-ში გერმანიისა და ავსტრალიის ბაზრებზე შესვლა მოახერხა.

 

წლების განმავლობაში პანდორამ ჩქარი ტემპით გაზარდა საბაზრო პოზიციები და სკანდინავიური პლატფორმიდან საერთაშორისო მარკეტინგისა და გაყიდვების პლატფორმაზე გადავიდა, რაშიც დაეხმარა წარმოებისა და დისტრიბუციის სწორად შერჩეული სტრატეგია.

 

2005 წელს, წარმოების გასაზრდელად პანდორამ გახსნა დიდი მასშტაბის, 6 -სართულიანი, საწარმო ტაიალნდში. საწარმო პანდორას სრულ მფლობელობაშია და დღემდე მთავარი ნაწილია არსებულ წარმოებასა და ინსფრასტრუქტურისთვის. 2008 წლის აგვისტოში, იმავე ტერიტორიაზე გაიხსნა მეორე საწარმო, რომელსაც 2010 წელს მოჰყვა პანდორას მესამე და მეოთხე საწარმოების დამატება.

 

დღეს

პანდორა მუშაობს ვერტიკალური ინტეგრაციის ბიზნეს პრინციპებზე დაყრდნობით. ამ უკანასკნელში ერთიანდება შიდა დიზაინი და წარმოების პროცესები, ასევე გლობალური მარკეტინგი პირდაპირი დისტრიბუციით. პროდუქტი იყიდება 100-ზე მეტი ქყვეყნისა და 6 კონტინენტის 7800 მაღაზიაში, მათ შორის დაახლოებით 2400 არის კონცეპტუალური მაღაზია.

 

პანდორას მისია - მაშინ და დღეს - მსოფლიოს მასშტაბით ქალბატონებს შესთავაზოს მაღალი ხარისხის, ხელით დასრულებული, თანამედროვე, პერსონალური მნიშვნელობის მქონდე სამკაულები, და ხელმისაწვდომ ფასებში შთააგონოთ მათ ინდივიდუალიზმის მნიშვნელობა. ყველა ქალბატონს აქვს პერსონალური ისტორიები გასაზიარებლად - განსაკუთრებული მომენტების პირადი კოლექცია გვიყალიბებს ჩვენს პერსონალურობას. სწორედ ამიტომ ავღნიშნავთ ამ მომენტებს. სწორედ ამიტომ ვამბობთ, რომ ისინი დაუვიწყარნი არიან. 

 

პანდორას შექმნის ისტორია ერთი კომპანიის ამბავია მკვეთრად გამოხატული ბრენდით და პროდუქტით, რომელმაც რამოდენიმე წელიწადში გაიარა განსაკუთრებული გზა ადგილობრივი დანიური სამკაულების სახელოსნოდან მსოფლიო ლიდერ კომპანიამდე. დღეს იგი 100 მეტზე ქვეყანაში იყიდება.