BURBERRY- ბრენდის წარმოშობის ისტორია

2018.03.07 12:34:52
BURBERRY- ბრენდის წარმოშობის ისტორია

ლეგენდარული ბრენდის, BURBERRY-ის ისტორია 1856 წელს ჰემპშირის საგრაფოს პატარა ქალაქ ბეიზიგსტოუკში დაიწყო. 

სწორედ იქ გახსნა პირველი მზა ტანსაცმლის მაღაზია 21 წლის თომას ბარბერიმ, მოგვიანებით კი, 1879 წელს, დაამუშავა წყალგაუმტარი ქსოვილის ტექნოლოგია, რომელსაც ”გაბარდინი” უწოდა. 

გაბარდინისგან შეკერილმა სამოსმა ძალიან სწრაფად მოიპოვა პოპულარობა, განსაკუთრებით კი მოგზაურებსა და სპორტსმენებში. 1891 წელს ამ ქსოვილისგან შეკერილ სამოსზე ისე გაიზარდა მოთხოვნილება, რომ ბარბერიმ პროვინციაში თავისი პატარა მაღაზია დაკეტა და ფირმასთან ერთად ლონდონში გადავიდა ბრიტანეთის დედაქალაქში. 

სპორტისა და დასვენებისთვის განსაზღვრული, გაბარდინისგან დამზადებული ტანსაცმლის საბითუმო ვაჭრობა დაიწყო.

პირველი  მსოფლიო ომის დროს თომას ბარბერიმ, ბრიტანეთის სამეფო სამხედრო-საჰაერო ძალების დაკვეთით დაამუშავა სუპერწყალგაუმტარი ლაბადა. 

სწორედ ეს იყო სახელგანთქმული BURBERRY-ს ტრენჩკოტი, რომლის სახელი წარმოიშვა ”ტრანშეისგან”, სადაც ეს ლაბადა საჭიროებისამებრ გამოიყენეს. 

ამ დაკვეთამ ფირმის მეპატრონეს მილიონები მოუტანა და არც არის გასაკვირი, რომ BURBERRY-ს მარკამ სწრაფი ტემპით იწყო განვითარება. 

1901 წელს თომას ბარბერიმ სამხედრო სამინისტროსგან კიდევ ერთი მსხვილი შეკვეთა მიიღო, უნდა შეექმნა ოფიცრის სრულყოფილი ფორმა. სწორედ მაშინ მოიფიქრა ბარბერიმ და ფორმის ტანსაცმელს მიაკრა საფირმო-სავაჭრო ნიშანი -ცხენზე ამხედრებული რაინდი დროშის ფონზე, რომელსაც ამშვენებდა წარწერა ”Prar¬sum”, რაც ლათინურად ”წინსვლას” ნიშნავს.

ომის დამთავრების შემდეგ ტრენჩკოტი BURBERRY-ს სამოქალაქო ტანსაცმელშიც გამოიყენეს. როდესაც 1911 წლის 14 დეკემბერს, კაპიტანმა რაულ ამუნდსენმა პირველმა დაადგა ფეხი სამხრეთ პოლუსს, მას BURBERRY-ს ფირმის სამოსი ეცვა. 

ის კი არა, ის კარავიც, საიდანაც ამუნდსენი გამოვიდა, V-ს წყალგაუმტარი გაბარდინისგან იყო დამზადებული.

გასული საუკუნის ოციან წლებში, ლაბადის სარჩული უჯრებიანი გახადეს, რაც ასევე BURBERRY-ს საფირმო ნიშნად იქცა. ფირმამ ავიაციის განვითარებაშიც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა, -მფრინავებისთვის სპეციალურად შექმნილი კოსტიუმი გამოუშვეს.

1955 წელს, BURBERRY-ს სახლს ოფიციალურად მიენიჭა მისი აღმატებულება დედოფლის მიმწოდებლის წოდება, ხოლო 1989 წელს -მისი აღმატებულება უელსის პრინცისა.

ბარბერების ოჯახის უკანასკნელმა წევრმა, ალფრედ ბრაიენმა კომპანია 1956 წელს დატოვა, ეს ოჯახური საწარმო გადავიდა ლორდ დევიდ უოლფსონის მფლობელობაში, მაგრამ ფირმის იმიჯი -წმინდა ბრიტანული და ძალიან კონსერვატიული, არ შეცვლილა. 

1998 წელს, ლორდმა უოლფსონმა ცნობილი გერმანელი დიზაინერის, ჟილ ზანდერისგან 32 წლის რობერტო მენიჩეტი გადაიბირა. 

ეს ნიჭიერი იტალიელი 5 წლის განმავლობაში ზანდერთან ქალის სამოსის მოდელებს ქმნიდა, უოლფსონთან კი მან მთავარი მხატვრის თანამდებობა დაიკავა და ახლებურად წარმოაჩინა ბარბერის ტრადიციული უჯრები.

2001 წელს მენიჩეტი შეცვალა კრისტოფერ ბეილიმ, რომელიც მანამდე Gუცცი-ს მოდის სახლის ქალების ტანსაცმლის მთავარი დიზაინერი იყო.

დღესდღეობით კომპანია განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს სამოსის ორ ხაზს: BURBERRY Pro¬o¬sum -ეს მოდელები მილანში წარადგინეს და მთელ მსოფლიოში დიდად პოპულარულია. 

BURBERRY LONDON-ის კოლექციის საფუძველი გახლავთ კერვის ინგლისური ტრადიცია და ბრენდის ისტორია. ჯინსი, სპორტული მაისური, სვიტერი, ფეხსაცმელი, ხელჩანთა და პატარა ქვედაბოლო - BURBERRY LONDON-ის კლასიკური ხაზიდან ამ სახლის სავიზიტო ბარათია. 

ამას გარდა, კომპანია წარმატებით ამუშავებს ახალ ხაზს -საბავშვო და საყმაწვილო ტანსაცმელი, საათები, სათვალე, აქსესუარები და პარფიუმერია.

2006 წელს BURBERRY-ს მარკამ დაარსებიდან 150 წელი აღნიშნა.

2001 წელს მენიჩეტი შეცვალა კრისტოფერ ბეილიმ, რომელიც მანამდე GUCCI-ს მოდის სახლის ქალების ტანსაცმლის მთავარი დიზაინერი იყო.