Mars- ბრენდის წარმოშობის ისტორია

2018.03.05 13:43:09
Mars- ბრენდის წარმოშობის ისტორია

ფრანკლინ მარსს ბავშვობაში პოლიომიელიტის დაავადება აღმოუჩინეს. 

 

 

შედეგად მან სკოლაში სიარულს თავი დაანება, რადგან მხოლოდ კასტილებით შეეძლო გადაადგილება. ცხოვრების ამ მძიმე პერიოდს მოჰყვა ის, რომ მარსი ''ტკბილეულების სამყაროში ჩაიძირა'' პირველად იგი ნუგბარით მაშინ დაინტერესდა, როცა დედას სამზარეულოში ეხმარებოდა. 19 წლის ასაკიდან ის ტკბილეულის გაყიდვას იწყებს, 28 წლის ასაკში, კი უკვე საკუთარ მაღაზიას ხსნის.

 

ფრანკლინს შოკოლადის ბატონების შექმნას შემდგომში მისი შვილი,ფორესტი შთააგონებს. ერთხელ მამა-შვილი ქუჩაში სეირნობდა. პატარა ფორესტმა მამას შოკოლადის ყიდვა სთხოვა. იმ დროს ზაფხული იყო და შოკოლადის ჭამა არცთუ ისე მოსახერხებელი იყო. ის მალე დნებოდა და დასვრაც ადვილი შესაძლებელი იყო. სწორდ ამ დროს გაუჩნდა ფრანკლის შოკოლადის ფოლგაში გახვევის იდეა. ასე ხომ გაცილებით კომფორტული იქნებოდა შოკოლადის მირთმევა. სწორედ მაშინ გამოჩნდა პირველი შოკოლადის ბატონი «Milky Way». 5 წლის შემდეგ ეს შოკოლადი გაყიდვების ლიდერი ხდება. მოგვიანებით ასპარეზზე ჩნდებიან მარსისა და სნიკერსის ბატონები. (მარსი- გვარი, სნიკერსი-მარსების ოჯახის საყვარელი ცხენის სახელი)

 

მარსების ოჯახური ბიზნესი ამაზე არ ჩერდება. ფრანკლინის შვილი, ფორესტი უილიამ მურთან ერთიანდება , ქმნის კომპანია M&M's და ამავე სახელწოდების კამფეტებს უშვებს. («M&M»- მარსი და მური). ამის შემდეგ ფორესტი ყიდულობს კომპანია З«Uncle Ben's». ის იწყებს ცხოველთა საკვების წარმოებას. მალევე უშვებს «Pedigree» და «Whiskas». ბოლოს ის აერთიანებს კომპანიებს «Mars» და «M&M» (რომელიც ამ დროისათვის უკვე მთლიანად მას ეკუთვნის)ერთ დიდ კომპანიად, რომელიც დღემდე მსოფლიოს უდიდეს მწარმოებლად მიიჩნევა და ერთი ოჯახს ეკუთვნის.