Apple 2018 წლის ყველაზე რევოლუციური კომპანია გახდა

2018.02.21 13:10:04
Apple 2018 წლის ყველაზე რევოლუციური კომპანია გახდა

Apple-ი 2018 წლის ყველაზე ინოვაციურ კომპანიად ჟურნალმა Fast Company-მ დაასახელა.

გამოცემის ცნობით, კომპანია ყველაზე პროგრესირებადი ორგანიზაციების სიის სათავეშია. Apple-მა უდიდეს წარმატებას მიაღწია ინოვაციების განვითარების კუთხით და რევოლუციური ტექნოლოგიების გამოყენებით შექმნა მსოფლიოში ყველაზე პოპულარული გაჯეტები. გამოცემის ცნობით, Apple-მა გასულ წელს AirPods-ის ყურსასმენების, Apple Watch Series 3-ისა და iPhone X-ის გამოშვებით მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია. სტატიის თანახმად, კომპანიას ასევე წარმატებული წელი ჰქონდა ხელოვნური ინტელექტის, პროცესორებისა და კამერების დახვეწის მიმართულებითაც.