წარმატებული ქართული ბრენდი - BakeHouse

2018.02.14 12:43:12
წარმატებული ქართული ბრენდი - BakeHouse

წარმატებული ქართული ბრენდი - ,,ბეიქ ჰაუსი’’ - უკვე 15 წლისაა.

ამ დროის მანძილზე იგი მომხმარებელს მრავალფეროვან, უნიკალური გემოს მქონე პროდუქტს სთავაზობს. ყველაფერი კი 1999 წელს, რესტორანთა ქსელ მაკდონალდსისთვის პურ-ფუნთუშეულის მიწოდებით დაიწყო. ,,ემსიბი ჯორჯია’’ საქართველოში მაკდონალდსის ობიექტებს ათამდე სახეობის პროდუქტით ამარაგებდა. გამომდინარე იქიდან, რომ წარმოება წარმატებული იყო, საჭირო გახდა გაფართოება. დღეს ‘’BakeHouse’’-ის პროდუქციის შეძენა 500-მდე ასეთ ობიექტშია შესაძლებელი. ‘’BakeHouse’’-ში ხარისხი გარანტირებულია, ხოლო პროდუქცია უახლესი და უნიკალური ტექნოლოგიური სისტემის მეშვეობით იქმნება. ,,ნამცეცებიც დაგენანება’’ - ასეთია მისი სლოგანი, რომელიც მისი პროდუქციის განსაკუთრებულობას, ხარისხს და გემრიელობას უსვამს ხაზს. ,,ბეიქ ჰაუსი’’ იმითაც განსაკუთრებულია, რომ მის ვებ-გვერდზე შესაძლებელია პროდუქციის შესახებ ინფორმაციისა და ვიზუალური მასალის გაცნობა.