Barbie- ბრენდის წარმოშობის ისტორია

2017.10.17 13:34:03
Barbie- ბრენდის წარმოშობის ისტორია

პატარა  გოგონებისათვის საყვარელი თოჯინის – ბარბი (BARBIE) ისტორია იწყება 1956 წლიდან. ბარბი წარმოადგენს კომპანიის MATTEL სავაჭრო მარკას.

 

მისი შექმნის იდეა ეკუთვნის ამერიკელ რუტ ჰენდლერს. რუტმა და მისმა მეუღლემ ელიოტმა გასული საუკუნის 40–იან წლებში გახსნეს ფირმა, რომელიც აწარმოებდა სურათებისთვის ხის ჩარჩოებს. ელიოტი ამზადებდა ჩარჩოებს, ხოლო რუტი დაკავებული იყო მისი რეკლამით და რეალიზაციით.

 

იდეა პატარა გოგონებისათვის "დიდი გოგონას" თოჯინის შექმნის შესახებ რუტს მოუვიდა მაშინ, როდესაც მან დაინახა, რომ მისი გოგონას – ბარბარას და მის მეგობრებს  შორის "ბავშვი თოჯინებზე"  უფრო მეტი პოპულარობით სარგებლობდნენ სწორედ  "დიდი გოგონას" თოჯინები.  

 

თავიდან მან გადაწყვიტა წარმოებიდან მორჩენილი ხის მასალიდან თოჯინებისათვის პატარა ავეჯის დამზადება. სულ ცოტა ხანში ეს ბიზნესი გაცილებით მომგებიანი აღმოჩნდა, ვიდრე ჩარჩოების. მაგრამ ჰენდლერებს არ ყოფნიდათ საკუთარი თანხები ბიზნესის განვითარებისთვის. ამიტომ მათ გადაწყვიტეს ბიზნესში ჩაერთოთ თავიანთი მეგობარი – ჰერალდ მეტსონი. შეარჩიეს ერთობლივი ფირმისთვის სახელი MATTEL (ორი სახელის МАТТ(Mattson) და EL (Elliot) შემოკლებით მიღებული).

 

1956 წელს შვეიცარიაში დასვენების დროს რუტ ჰენდლერმა ერთ–ერთი მაღაზიის ვიტრინაში დაინახა თოჯინა, რომელსაც ეძახდნენ "ლილის". და მან გადაწყვიტა, თავისი იდეა თოჯინებთან დაკავშირებით რეალობად ექცია – შეექმნა ბავშვებისთვის თოჯინა, რომელიც იქნებოდა მათთვის ნამდვილი მოდელი, ოცნების გოგონა. სამშობლოში დაბრუნებამდე რუტმა მოახერხა შეესყიდა "ლილიზე" საავტორო უფლება.  

 

ამერიკაში დაბრუნების შემდეგ ჰენდლერებმა დაიწყეს ლილის ამერიკული ანალოგის შექმნა.

 

1958 წელს რუტ ჰენდლერმა ოფიციალურად დააპატენტა თოჯინა – ბარბი (Barbie). მისი სახელი შერჩეული იქნა ქალიშვილის – ბარბარას პატივსაცემად.

 

ასე შეიქმნა თოჯინა ბარბი.

 

დებიუტი შედგა 1959 წელს ნიუ–იორკის ყოველწლიურ სათამაშოების გამოფენა – გაყიდვაზე. კომპანიამ Mattel პირველად წარმოადგინა თავისი ახალი სათამაშო – გრძელფეხებიანი, ლამაზი, მოდურად ჩაცმული, მაკიაჟით, ფრჩხილებზე მკვეთრი ფერის ლაქით და პერლამუტრის საყურეებით მორთული თოჯინა. ბარბი წარმოდგენილი იყო ორ ვარიანტში: ქერა და შევგვრემანი. 

 

საინტერესოა, რომ ამ გამოფენაზე ყველა საბითუმო ვაჭრობის წარმომადგენელმა უარი თქვა თოჯინის შეძენაზე.  ამიტომ რუტმა გადაწყვიტა თოჯინა გაერეკლამებინა ტელევიზიით.