Gucci ნატურალურ ბეწვზე უარს ამბობს

2017.10.12 13:22:36
Gucci ნატურალურ ბეწვზე უარს ამბობს

იტალიური მოდის სახლი Gucci 2018 წლიდან ნატურალური ბეწვისგან ტანსაცმელს აღარ შეკერავს. 

 

ჟურნალ Paper-ის ინფორმაციით, ამის შესახებ კომპანიის ხელმძღვანელმა მარკო ბიცარიმ განაცხადა. ბრენდის ახალი პოლიტიკის მხარდამჭერი ახალი კოლექცია მომავალი წლის გაზაფხულზე გამოვა. აქამდე გამოშვებული ბეწვის კოლექციებს საქველმოქმედო აუქციონებზე გაყიდიან, შემოსულ თანხას კი ცხოველთა დაცვის ორგანიზაციების Humane Society International-ის და LAV-ის ანგარიშებზე გადარიცხავენ. 

 

ასეთი ფორმის Gucci-ის უნდა აჩვენოს, რომ ცხოველთა დაცვას ემხრობა. „ცნობილი ბრენდის ამ ჟესტს მსოფლიო მოდის სამყაროში გამაოგნებელი ეფექტი ექნება,“- ამბობენ ცხოველთა დამცველ ორგანიზაციებში. 

 

ერთი წლის წინ ბუნებრივ ბეწვზე მოდის სახლმა Armani-მ თქვა უარი.