JAGUAR- ბრენდის წარმოშობის ისტორია

2017.09.04 16:54:03
JAGUAR- ბრენდის წარმოშობის ისტორია

კომპანია "იაგუარი" ( Jaguar) სპეციალიზირდება მსუბუქი "ლუქსის" ტიპის ავტომობილების გამოშვებაზე. კომპანია შედის კორპორაცია "ფორდ მოტორის" შემადგენლობაში და მისი მთავარი ოფისი მდებარეობს კოვენტრიში.

 

სუფთა ინგლისური სტილის, დიდებული, ცივი და ამავე დროს ტემპერამენტული – ასეთ ასოციაციებს იწვევს "იაგუარის" ავტომობილები.

 

კომპანიის ისტორია დაიწყო იქიდან, რომ ორმა ბრიტანელმა უილიამ ლაიონსმა (William Lyons) და უილიამ უოლმსლმა (William Walmsley) 1922 წელს დააარსეს კომპანია  Swallow Sidecars.

 

თავიდან კომპანია ორიენტირებული იყო მოტოციკლების ეტლების გამოშვებაზე. მათ დამკვეთებს შორის იყვნენ ისეთი კომპანიები, როგორებიცაა Fiat, Austin და Wolseley, Morris და Swift.

 

მიუხედავად ამისა ეტლების გამოშვება მატერიალურად მაინც და მაინც მომგებიანი არ აღმოჩნდა და კომპანია ნელ–ნელა გადავიდა ავტომობილების წარმოებაზე.

 

1931 წელს ლონდონში ავტომობილების გამოფენაზე წარმოდგენილი იყო ორი მოდელი  ავტომობილი SS1 და SS2, რომელთაც დიდი მოწონება დაიმსახურეს.

 

1940 – იან წლებში გამოვიდა მოდელი SS100, რომელიც იყო სუფთა კლასიკური მოდელის სპორტული მანქანა.

 

სწორედ ამ დროისთვის კომპანიის სიმბოლო SS დისკრედიტირებული აღმოჩნდა მესამე რეიხის გამო და გადაწყდა მისი შეცვლა ახლით.

 

სიმბოლოს შექმნა შეუკვეთეს ერთ–ერთ სარეკლამო კომპანიას. და შეიქმნა ყველასთვის კარგად ცნობილი იაგუარის ფიგურა.

 

1945 წლიდან კომპანიას ეცვლება სახელი  და ხდება Jaguar Саг Limited.

 

1948 წელს გამოდის კომპანია იაგუარის კიდევ ერთი მოდელი – ექვსცილინდრიანი ძრავით  – XK120. სწორედ ამ ავტომობილმა მოუტანა კომპანიას წარმატება 1951 წელა გამართულ 24 საათიან ავტორბოლაში ლე–მანა.

 

1954 წელს გამოდის პოპულარული კაბრიოლეტი Jaguar XK140. ამავე წელს იქმნება მოდელი Jaguar D-Type, რომელიც დღევანდელ დღეს კოლექციონერების სიამაყეს წარმოადგენს. სულ გამოშვებული იყო ამ მოდელის 88 მანქანა.

 

50 – იანი წლების ბოლოს იაგუარი უშვებს მოდელს Jaguar D-Type, რომელიც წლების მანძილზე წარმოადგენდა დიდი ბრიტანეთის პოლიციის სამსახურეობრივ მანქანას.

 

1966 წელს კომპანიის ისტორიაში მოხდა მნიშვნელოვანი მოვლენა. იგი გაერთიანდა British Motor Corporation ჰოლდინგში. 2 წლის შემდეგ ჰოლდინგში გაერთიანდა კიდევ ერთი კომპანია – Leyland. საბოლოოდ მან მიიღო სახელწოდება British Leyland Motor Corporation. მიუხედავად ამ გაერთიანებისა კომპანია იაგუარი განაგრძობდა საკუთარი მოდელების დახვეწას და ახლის შექმნას.

 

1988 წელა გამოდის ყველაზე სწრაფი ავტომობილი მსოფლიოში – Jaguar XJ220.

 

1989 წელს "იაგუარს" ყიდულობს ამერიკული კომპანია  ფორდი (Ford) 2,5 მილიარდად.

20 წლის შემდეგ იაგუარი გადადის ინდური კომპანიის  Tata Motors  – ის ხელში, რომელიც აცხადებს, რომ 2010 წლამდე არ აპირებს კომპანიის სტრატეგიაში ჩარევას. რა იქნება შემდეგ ჯერ უცნობია. იმედია, ინდური კომპანია შეძლებს მსოფლიო ბრენდის "იაგუარის" კრიზისიდან გამოყვანას.