"ცუდი გრძნობაა, როცა შენი თავით უკმაყოფილო ხარ, მაგრამ უფრო სახიფათო გრძნობაა, როცა შენი თავით კმაყოფილი ხარ"- ნათია ფანჯიკიძე

2019.10.10 14:32:35
"ცუდი გრძნობაა, როცა შენი თავით უკმაყოფილო ხარ, მაგრამ უფრო სახიფათო გრძნობაა, როცა შენი თავით კმაყოფილი ხარ"- ნათია ფანჯიკიძე

 ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე სოციალურ ქსელში პოსტს წერს.

 

"იცით როგორი ამბავია? ძალიან ცუდი გრძნობაა, როცა შენი თავით უკმაყოფილო ხარ, მაგრამ უფრო სახიფათო გრძნობაა, როცა შენი თავით კმაყოფილი ხარ. ცოტაოდენი ნარცისიზმი საჭიროა, რომ მოქმედება შეძლო, გჯეროდეს, რომ რაიმეს, ასე თუ ისე ფასეულს შენც ქმნი, მაგრამ როგორც კი შეცბუნება, უკმარისობა, ტანჯვა აღარ გაქვს, რომ შესაძლებლობის მხოლოდ მინიმუმი შეძელი, ნიშნავს, რომ შენს მაქსიმუმს მიახლოვებიხარ და თუ ეს გრძნობა გაგიჩნდა, ჯობს პენსიაში გახვიდე და მტრედები მოიშინაურო", - აღნიშნავს ფანჯიკიძე.