8 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

2019.09.08 10:59:49
8 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი - ახალი იდეების განსახორციელებლად და ძველი საქმეების მოსაგვარებად დამხმარეები დაგჭირდებათ. ნუ ელოდებით ინიციატივას სხვისგან. თავად ითხოვეთ შველა.

 

კურო - ნუ დაგავიწყდებათ თარიღები, მნიშვნელოვანი დეტალები. არსად დააგვიანოთ. იყავით მოვლენების საქმის კურსში.

 

ტყუპი - პოზიტიურ მხარეზე გაამახვილეთ ყურადღება. უამრავი სასიამოვნო გელით გარშემო.

 

კირჩხიბი - დღე სასიამოვნოდ დაიწყება. შეიძლება საჩუქარიც კი მიიღოთ. თავის ტკივილს აიცილებთ, თუ ყველას გასაგებად დაელაპარაკებით.

 

ლომი - თუ სიტუაციაში დაკვირვებით და ფრთხილად გაერკვევით, კარგ შედეგს მიიღებთ. ზოგიერთს დაგეგმილ მგზავრობასა და გართობაზე უარის თქმა მოუწევს.

 

ქალწული - თუ გრძნობთ, რომ საყვარელი ადამიანი შესაფერისად არ გექცევათ, უნდა დაელაპარაკოთ. უსიამოვნებები დიპლომატიურად მოაგვარეთ. საღამო მხიარულად გაატარეთ.

 

სასწორი - ახალგაცნობილთან ფლირტი და საინტერესო თემაზე საუბარი კარგია, მაგრამ პარტნიორად ისეთ ადამიანი გჭირდებათ, ვისაც ენდობით და ვინც რთულ სიტუაციაში არ მიგატოვებთ.

 

მორიელი - სიმართლეს ადვილად გამოააშკარავებთ, თუ რამდენიმე კითხვას დასვამთ. ადამიანს შეცდომებზე დელიკატურად უნდა მიუთითოთ.

 

მშვილდოსანი - ნებისმიერ უსიამოვნებას მარტივად გაართმევთ თავს და დღევანდელ დღეს მომავალში ღიმილით გაიხსენებთ. იყავით მადლიერი იმ გამოცდილებისა და სიბრძნისა, რასაც დღეს მიიღებთ.

 

თხის რქა - შეიძლება ის, რაც ადრე არარეალური გეჩვენათ, დღეს ადვილად გამოგივიდეთ. იაზროვნეთ პოზიტიურად და იფიქრეთ სარგებელზე, რასაც დღევანდელი საქმე, შეხვედრა მოგიტანთ.

 

მერწყული - რჩევები, რომლებსაც დღეს მიიღებთ, სიფრთხილისა და დაკვირვებისკენ მოგიწოდებენ. ეცადეთ, გააუმჯობესოთ დამოკიდებულება ახლობლებთან.

 

თევზები - თავშეკავებული იყავით გამონათქვამებისას, თუ არ გსურთ, დამოკიდებულება გაიფუჭოთ ადამიანთან. მასაც აქვს ღირსება და ეცადეთ, არ შეულახოთ.