"სულის სიღარიბეს ძვირფასი ლითონით ვერ უმკურნალებ"- პეტრე კოლხი

2019.07.29 10:05:42
"სულის სიღარიბეს ძვირფასი ლითონით ვერ უმკურნალებ"- პეტრე კოლხი

 მამა პეტრე კოლხი სოციალურ ქსელში წერს.

 

"ნაკლებად იფიქრე იმაზე, რა არ გამოგდის... ის საქმე მოიყვანე სისრულეში, რაც შენია და კარგად გეხერხება... ყველაფერს მატერიალურით ნუ ზომავ, დაიტანჯები. ქონება არ მოგიტანს სიხარულს... ის სულ შფოთში გამყოფებს... სულ იმის შიში გექნება, ვინმემ არ წაგართვას, სადღაც არ დაკარგო, ცარიელი არ დარჩე... შენ ვერ ხვდები, თორემ როცა მომხვეჭველობაზე ფიქრობ, უკვე ძალიან ცარიელი ხარ... ამ სიცარიელეს, მთელი ქვეყანაც რომ შეიძინო, მაინც ვერაფერი ამოავსებს... სულ ცხვირწინ ნუ იყურები, ზემოთ აიხედე, იქ წყდება შენი ამბავი... სულის სიღარიბეს ძვირფასი ლითონით ვერ უმკურნალებ... ფულით თავისუფლებას ვერ მოიპოვებ. პირიქით, მას ემონები",-წერს პეტრე კოლხი.