29 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

2019.07.29 09:51:14
29 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

ნუ დაიშურებთ ძალებს დასახული მიზნის მისაღწევად. განსაკუთრებული ყურადღება ჯანმრთელობას მიაქციეთ. ყველაფერი რასაც დღეს გააკეთებთ მომავალში შედეგს მოიტანს.

 

კურო

ეცადეთ სწორად დაგეგმოთ სამომავლო საქმეები. მოსალოდნელია საქმიანი შეხვედრა. ასევე ნათესავებთან ან მეგობრებთან ტელეფონით საუბარი. მძიმე სამუშაო დღის შემდეგ ეცადეთ დრო სასიამოვნო გარემოში გაატაროთ.

 

ტყუპი

წინ სიურპრიზებით სავსე დღე გელით. ფინანსურ ოპერაციებს ერიდეთ. დროის მნიშვნელოვანი ნაწილი საყვარელ ადამიანს დაუთმეთ. კარგი იქნება თუ საღამოს ქალაქგარეთ გახვალთ და მობილიზებას გაუკეთებთ საკუთარ აზრებს.

 

კირჩხიბი

წინ რთული დღე გელით. ძალების მობილიზება გმართებთ, რათა ყოველდღიური მოვალეობები შეასრულოთ. ეცადეთ გუნდური პრინციპით იმუშაოთ. სასურველ შედეგს მხოლოდ ამ შემთხვევაში მიაღწევთ.

 

ლომი

სამსახურში დღეს სასურველია იყოთ ძალზე ფრთხილი და ყურადღებიანი. ყველა მომხდარი მოვლენა სასიკეთოდ წაგადგებათ, როგორ უცნაურადაც არ უნდა მოგეჩვენოთ. შესაძლებელია იმ ადამიანთან შეხვედრა, რომელთანაც თქვენ ოდესღაც გაკავშირებდათ სამსახური და რომელიც თქვენ დიდი ხანი არ გინახიათ. მაგრამ ნუ მიიტანთ ყველაფერს გულთან ახლოს.

 

ქალწული

წინ წარმატებული პერიოდი გელით. დღის პირველი ნახევარი თავგადასავლებით იქნება დატვირთული. სიყვარულში რომანტიკული პერიოდი დაგიდგათ. ხელმძღვანელობასთან კონფლიქტებს ერიდეთ.

 

სასწორი

 

გირჩევთ, დროებით გადადოთ მოუგვარებელი საქმეები და მათ შესასრულებლად დრო არ დახარჯოთ. შეეცადეთ, ყოველდღიური საქმიანობით შემოიფარგლოთ. ნუ გააკეთებთ აქცენტს ნეგატიურზე, რადგან ეს მელანქოლიურ განწყობაზე დაგაყენებთ.

 

მორიელი

დღეს ნებისმიერი ფიზიკური დატვირთვისგან სიამოვნებას მიიღებთ. მოგიწევთ საყვარელ ადამიანთან სერიოზული საუბარი და შესაძლებელია კამათიც. მიხედეთ ჯანმრთელობას.

 

მშვილდოსანი

დღეს, სასურველია მეტი ყურადღება დაუთმოთ ოჯახს, დღის მეორე ნახევარში შენაძენი ნივთი სასიამოვნო იქნება თქვენთვის. დღეს ელოდეთ სასურველი წინადადების შემოთავაზებას.

 

თხის რქა

 

დილის გამამხნევებელი ვარჯიში დადებითად აისახება თქვენს ჯანმრთელობაზე. დღე სასიამოვნო გარემოში გაატარეთ, საღამოს წვეულებაზე წასვლა არ გაწყენდათ.

მერწყული

 

ეს დღე წარმატებულია მოგზაურობისათვის, განსაკუთრებით ისეთი მოგზაურობისათვის, რომელზედაც დაკავშირებულია ფინანსური საკითხები. თქვენ შეძლებთ გამოავლინოთ პროფესიონალიზმი. საღამოს უკეთესი იქნება თუ დაისვენებთ და ოჯახთან ერთად წახვალთ სავახშმოდ.

 

თევზები

 

სამსახურში ცვლილებებია, სხვათა შორის თქვენს სასარგებლოდ. ყველაფერი კი თქვენი პირადი მომხიბვლელობის ბრალია. საჭირო გადაწყვეტილების მიღებისას, ყველაფერი კარგად გაანალიზეთ და ისე იმოქმედეთ.