28 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

2019.07.28 12:23:45
28 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

ამ დღეს პირად ცხოვრებაში სირთულეები და მეგობრებთან და ნათესავებთან კონფლიქტი გელით. ვარსკვლავები გირჩევენ, რადიკალური გადაწყვეტილებებისგან თავი შეიკავოთ. გაითვალისწინეთ, რომ თქვენი ნებისმიერი მოქმედება შეიძლება თქვენს წინააღმდეგ შემოტრიალდეს. საქმეში საკუთარ ინტუიციას უნდა ენდოთ. გამორიცხული არაა, რომ ვიღაც პრობლემებს გიქმნით

 

 

კურო

ამ დღეს მნიშვნელოვანია, რომ პრიორიტეტები განსაზღვროთ და ჩანაფიქრი განახორციელოთ. შესაძლოა, საღამოს მთელი ყურადღება ოჯახურ პრობლემებზე გადაიტანოთ. მოსალოდნელია კონფლიქტი, რომელიც თქვენს სასარგებლოდ გადაწყდება, თუ ილუზიებისგან გათავისუფლდებით.

 

 

ტყუპები

არახელსაყრელი დღეა. ბედი მორიგ გამოცდას გიმზადებთ. გაითვალისწინეთ, რომ უმნიშვნელო დეტალებმა შესაძლოა, პრიორიტეტულ მიმართულებას მოგწყვიტონ. ამ დღის ნეგატიურ ტენდენციებს მხოლოდ საკუთარი შესაძლებლობების ობიექტური შეფასება და გარშემომყოფთა მიმართ დიდსულოვანი დამოკიდებულება შეცვლის. დღის მეორე ნახევარში კამათი გელით, რომელიც თქვენს სასარგებლოდ არ გადაწყდება.

 

 

კირჩხიბი

სავარაუდოდ, ოჯახური საქმეები მთელ დღეს წაგართმევთ. კონფლიქტი გელით, რომელიც თქვენს სასარგებლოდ გადაწყდება, თუ ილუზიებისგან გათავისუფლდებით. ეცადეთ, საკუთარი ხარჯები აკონტროლოთ. გაუთვალისწინებელი ხარჯი გელით, ამიტომ ჯობს, წინასწარ შეემზადოთ.

 

 

ლომი

ამ დღეს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას და ისეთი საქმეების კეთებას უნდა ერიდოთ, რომლებიც პასუხისმგებლობის გრძნობასა და კოლექტიურ მოქმედებას მოითხოვენ. გამორიცხული არაა, რომ ვიღაც თქვენთვის პრობლემების შექმნას ცდილობს. პირადი ცხოვრების პრობლემებმა შესაძლოა, მკვეთრი გადაწყვეტილების მიღებისკენ გიბიძგოთ.

 

 

ქალწული

არახელსაყრელი დღეა. მოსალოდნელია ხასიათის მკვეთრი ცვლილება, პარტნიორებთან ურთიერთობის დაძაბვა და ფარული მტრების დაგებული მახეები. ვარსკვლავები სერიოზული წინააღმდეგობის შესახებ გაფრთხილებენ, განსაკუთრებით თუ სარისკო საქმე წამოიწყეთ. ამ დრეს მხოლოდ საკუთარ ინტუიციას უნდა ენდოთ, რადგან მეგობრებისა და პარტნიორების რჩევებმა შეიძლება, ჩიხში შეგიყვანოთ.

 

 

სასწორი

დღის პირველი ნახევარი ხელსაყრელია კოლექტიური საქმიანობისთვის და ერთობლივი ღონისძიებისთვის. პარტნიორებთან ურთიერთობაში და კომერციული გარიგებების დროს რეალობის გრძნობას ნუ დაკარგავთ: მოსალოდნელია ტყუილი ან ფინანსური დანაკარგი. ამ დღეს სექსუალური კონტაქტები უდიდეს სიფრთხილეს მოითხოვს.

 

 

მორიელი

არახელსაყრელი დღეა, რომელსაც კონფლიქტები და გაუგებრობები ელით. გარე სამყაროსთან კონფლიქტი გელით. დღის მეორე ნახევარში ყველა კონფლიქტი მოგვარდება, თუმცა შინაგანი დაძაბულობა კიდევ დიდხანს გაგყვებათ. ეცადეთ, საღამო ოჯახის წევრებთან ერთად, ბუნებაში გაატაროთ. ყურადღება მიაქციეთ საკუთარ და ოჯახის წევრთა ჯანმრთელობის მდგომარეობას.

 

 

მშვილდოსანი

საკუთარი შესაძლებლობების ობიექტური შეფასება და დიდსულოვნება საპირისპირო სქესის წარმომადგენლებში წარმატებას მოგიტანთ. ხელსაყრელი დღეა მეგობრებთან გართობისთვის, ოჯახური ურთიერთობებისთვის და სექსუალური კონტაქტებისთვის.

 

 

თხის რქა

შესაძლოა, თქვენს გზაზე სერიოზული წინააღმდეგობა გამოჩნდეს, განსაკუთრებით თუ სარისკო საქმით ხართ დაკავებული. ამ დღეს ეცადეთ, თავი შეიკავოთ საყოფაცხოვრებო საქმეების მოგვარებისგან. ხორციანი კერძებისა და ალკოჰოლური სასმელების მიღებისგან.

 

 

მერწყული

ცვლილებებისა და ტრანსფორმაციის დროა. ცვლილებები, რომლებიც უახლოეს ხანებში გელით, როგორც პოზიტიური, ისე ნეგატიური იქნება. ეცადეთ, ნებისმიერ საქმეში გონიერება და პრაქტიკული აზროვნება გამოიჩინოთ. ეცადეთ, სიფრთხილე და წინდახედულება გამოიჩინოთ.

 

 

თევზები

ეს დღე ბუნების გამოღვიძებას და ენერგეტიკული პოტენციალის ზრდას განასახიერებს. ხელსაყრელი დღეა ბიზნესის წარმოებისა და დოკუმენტების გაფორმებისთვის. საქმიანი პარტნიორებისა და მფარველების დახმარება გელით. კარგი იქნება, თუ საკუთარი პრინციპების დაცვის გამო ახლობელ ადამიანებს არ გაანაწყენებთ.