"და­თოს სის­ხლი თქვენ ხელ­ზეა და თქვენ უნდა პა­სუ­ხი აგოთ კა­ნო­ნის წი­ნა­შე!"- ვინ არის 31 წლის მამაკაცი, რომელიც აქციის დარბევის შემდეგ კომაშია

2019.06.24 15:32:22
"და­თოს სის­ხლი თქვენ ხელ­ზეა და თქვენ უნდა პა­სუ­ხი აგოთ კა­ნო­ნის წი­ნა­შე!"- ვინ არის 31 წლის მამაკაცი, რომელიც აქციის დარბევის შემდეგ კომაშია

20 ივ­ნი­სის აქ­ცი­ის დაშ­ლის დროს და­შა­ვე­ბუ­ლი 19 ადა­მი­ა­ნი კვლავ სა­ა­ვად­მყო­ფო­ებ­ში რჩე­ბა.

 

ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს ინ­ფორ­მა­ცი­ით, ორის ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა სტა­ბი­ლუ­რად მძი­მეა და ორი­ვე მარ­თვით სუნ­თქვა­ზეა. AMBEBI.GE-ს ინ­ფორ­მა­ცი­ით, მათ შო­რის ერთ-ერ­თია 31 წლის ფლო­რის­ტი და­ვით ფა­რა­დაშ­ვი­ლი, რო­მე­ლიც უმ­ძი­მე­სი და­ზი­ა­ნე­ბე­ბით შე­იყ­ვა­ნეს კლი­ნი­კა­ში და ამ დრომ­დე მარ­თვით სუნ­თქვა­ზე იმ­ყო­ფე­ბა. ახალ­გაზ­რდა მა­მა­კაცს პლასტმას-კა­უ­ჩუ­კის ტყვია სა­ფეთ­ქელ­თან მოხ­ვდა, რა­მაც თა­ვის ტვი­ნის მძი­მე და­ზი­ა­ნე­ბა გა­მო­იწ­ვია.

 

და­ვით ფა­რა­დაშ­ვი­ლის დის თქმით, და­შა­ვე­ბულს ორი ოპე­რა­ცია ჩა­უ­ტარ­და, თუმ­ცა მისი ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ბა უფრო დამ­ძიმ­და. თა­მარ ფა­რა­დაშ­ვილ­მა AMBEBI.GE-ს უთხრა, რომ დღეს სპე­ცი­ა­ლუ­რი მოწ­ვე­ვით სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩა­მოვ­ლენ უცხო­ე­ლი სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი, მო­ე­წყო­ბა კონ­სი­ლი­უ­მი, სა­დაც გა­და­წყდე­ბა, სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩა­უ­ტა­რე­ბენ ოპე­რა­ცი­ას, თუ სა­ზღვარ­გა­რეთ გა­და­იყ­ვა­ნენ.

 

 

 

"შუბ­ლში აქვს ნას­რო­ლი, სა­ფეთ­ქე­ლის ზე­მოთ, რა­მაც და­უმ­სხვრია ძვლე­ბი, გა­მო­იწ­ვია ტვინ­ზე სის­ხლჩაქ­ცე­ვე­ბი და უმ­ძი­მე­სი მდგო­მა­რე­ო­ბა. თა­ვი­დან ალა­დაშ­ვი­ლის კლი­ნი­კა­ში გა­და­იყ­ვა­ნა სას­წრა­ფომ, იქ ჩა­უ­ტარ­და ოპე­რა­ცია თავ­ზე, მაგ­რამ შე­დე­გი არ გა­მო­ი­ღო, უფრო დამ­ძიმ­და მისი ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა. მერე გა­და­იყ­ვა­ნეს ლე­ჩკომ­ბი­ნატ­ში, სა­დაც ჩა­უ­ტარ­და მე­ო­რე ოპე­რა­ცია, მაგ­რამ იქაც გარ­თულ­და მდგო­მა­რე­ო­ბა.

 

ახლა არის კო­მა­ში, მარ­თვით სუნ­თქვა­ზე. ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს ინი­ცი­ა­ტი­ვით ჩა­მო­ყავთ უცხო­ე­თი­დან ექი­მე­ბი, შე­იკ­რი­ბე­ბა კონ­სი­ლი­უ­მი და გა­და­წყდე­ბა, აქ ჩა­უ­ტა­რე­ბენ ოპე­რა­ცი­ას თუ გა­და­იყ­ვა­ნენ სა­ზღვარ­გა­რეთ. უკვე ჩა­მო­სუ­ლი არი­ან თურ­ქი სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი, ვე­ლო­დე­ბით ექი­მებს ის­რა­ე­ლი­დან და დღეს გა­და­წყდე­ბა, რა იქ­ნე­ბა", - აღ­ნიშ­ნა თა­მარ ფა­რა­დაშ­ვილ­მა AMBEBI.GE-სთან სა­უ­ბარ­ში.

 

მი­სი­ვე თქმით, არ­სე­ბობს კად­რე­ბი, რო­მელ­შიც ჩანს, რომ მის ძმას აქ­ცი­ა­ზე კა­ნო­ნი არ და­ურ­ღვე­ვია.

 

"გუ­შინ და­მი­რე­კეს, უნა­ხავთ კად­რე­ბი, სა­დაც ჩანს და­თოს რო­გორ ეს­ვრი­ან ტყვი­ებს. დგას დათო უბ­რა­ლოდ, ცა­რი­ე­ლი ხე­ლე­ბით და ეს­ვრი­ან შუბ­ლში. მერე გა­მო­ყავს აქ­ცი­ის ერთ-ერთ მო­ნა­წი­ლეს და გა­და­ყავთ სას­წრა­ფო დახ­მა­რე­ბის მან­ქა­ნით" - ამ­ბობს და­ზა­რა­ლე­ბუ­ლის და.

 

ფა­რა­დაშ­ვი­ლის ნა­თე­სა­ვე­ბი და მე­გობ­რე­ბი მის შე­სა­ხებ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­შიც წე­რენ.

"არ შეგ­რჩე­ბათ ეს დღე ჯა­ლა­თე­ბო!!! არ შეგ­რჩე­ბათ ეს სი­სას­ტი­კე!!!! და­ვით ფა­რა­დაშ­ვი­ლი, ჩემი ბიძა, ფლო­რის­ტი, მოგ­ზა­უ­რი და ბუ­ნე­ბი­სა და სიმ­შვი­დის მოყ­ვა­რუ­ლი ადა­მი­ა­ნი. რე­ა­ნი­მა­ცი­ა­შია, მძი­მე მდგო­მა­რე­ო­ბა­ში, თავ­ში მოხ­ვედ­რი­ლი ტყვი­ის გამო... ბრა­ზი მახ­რჩობს და არ ვიცი რა ვუყო ამ სა­ში­ნელ გრძნო­ბას!!! გაძ­ლი­ერ­დი, დათო ყვე­ლა­ფე­რი კარ­გად იქ­ნე­ბა!" - წერს და­შა­ვე­ბუ­ლის ახ­ლო­ბე­ლი სოფო კე­რე­სე­ლი­ძე.

 

"დათო ჩემი ბავ­შვო­ბის მე­გო­ბა­რი და მე­ზო­ბე­ლია, თით­ქმის ერ­თად გა­ვი­ზარ­დეთ, ხში­რად ვთა­მა­შობ­დით უბან­ში, მის სახ­ლში. უპა­ტი­ოს­ნე­სი ბიჭი, მშრო­მე­ლი, კე­თი­ლი, ლაღი, მთე­ლი ცხოვ­რე­ბა ყვა­ვი­ლებ­ზე ზრუ­ნავს. პო­ლი­ტი­კი­დან შორს იყო. მის­გან ძა­ლა­დო­ბა გა­მო­რი­ცხუ­ლია... მი­ხა­რო­და, რომ შევ­ხვდე­ბო­დი.

 

20 ივ­ნი­სის აქ­ცი­ის დარ­ბე­ვი­სას ეს­რო­ლეს რე­ზი­ნის ტყვია, რო­მელ­მაც ტვი­ნი და­უ­ზი­ა­ნა. ორი ოპე­რა­ცი­ის მერე ახლა კო­მა­შია. ვინც და­თოს ეს და­მარ­თა, ამ ქვეყ­ნის ახა­ლაზ­რდო­ბის, მო­მავ­ლის, ადა­მი­ა­ნო­ბის მტე­რია. მან უდი­დე­სი ცოდ­ვა ჩა­ი­დი­ნა ღვთი­სა და და­ვი­თის მე­გობ­რე­ბის, ოჯა­ხის წი­ნა­შე. და­თოს სის­ხლი თქვენ ხელ­ზეა და თქვენ უნდა პა­სუ­ხი აგოთ კა­ნო­ნის წი­ნა­შე!!!" - წერს „ფე­ის­ბუქ­ზე“ ნო­დარ ტან­გი­აშ­ვი­ლი.

 

20-21 ივ­ნისს პარ­ლა­მენ­ტის შე­ნო­ბის წინ გა­მარ­თუ­ლი აქ­ცი­ის დაშ­ლი­სას სულ 240 ადა­მი­ა­ნი და­შავ­და, მათ­გან 80 პო­ლი­ცი­ე­ლია.

 

 

 

წყარო: ambebi.ge