რა საფრთხეს გიქმნით ადამიანი, რომელიც მუდმივად გეწუწუნებათ

2019.06.12 15:06:39
რა საფრთხეს გიქმნით ადამიანი, რომელიც მუდმივად გეწუწუნებათ

ადამიანს უნდა შეეძლოს ემოციების გამოხატვა. თანაგრძნობა, სიმპათია, ემპათია ეს თვისებებია, რომელიც სწორად უნდა გამოვავლინოთ. ზოგჯერ ხდება, რომ ვინმესთან საუბრისას თავს სუსტად და გამოფიტულად ვგრძნობთ, თუ ვინმე მუდმივად წუწუნებს და რაიმეზე ჩივის თქვენთან, ეს თქვენ ენერგიას გართმევთ. შეცვალეთ თქვენი ქცევა, საუბარი სხვა თემაზე გადაიტანეთ, ამით თავს დააღწევთ ნეგატიურ გავლენას.

 

ჩვენს ცხოვრებაში ბევრი პრობლემაა. გვყავს ახლობლები, ვისგანაც ხშირად გვიწევს საჩივრების მოსმენა ვიღაცაზე ან რაღაცაზე. ბუნებრივია, მათ სურთ გაგვიზიარონ დარდი და ჩვენ რჩევა მივცეთ, მაგრამ მუდმივად სხვისი დახმარებით ჩვენ ვასუსტებთ საკუთარ თავს.

 

არსებობს ორი ტიპის ადამიანები. ერთს მართლა სჭირდება თქვენი დახმარება, მეორე კი თქვენთან წუწუნით საკუთარ ენერგოველს ასუფთავებს და გასუსტებთ. უნდა ისწავლოთ ამ ადამიანების განსხვავება.

 

 

 

ნეგატიური ადამიანის გავლენა

მეორე კატეგორიის ადამიანებმა შეიძლება უგრძნობ ეგოისტად ჩაგთვალონ, რადგან მათი მოსმენა არ მოისურვეთ. ისინი ეცდებიან თქვენში დანაშაულის გრძნობა გააღვიძონ. არ შეგეშინდეთ. მოერიეთ საკუთარ გრძნობებს, ურჩიეთ დელიკატურად ფსიქოლოგთან ვიზიტი, რომელიც შეძლებს მის დახმარებას. შედეგად კომპენსაციის სახით თქვენ ენერგიის მოზღვავებას და განწყობის გაუმჯობესებას იგრძნობთ.

 

 

რატომ არ ღირს წუწუნის მოსმენა

ის, ვინც წუწუნებს, არაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ცხოვრება შეცვალოს. მას მსხვერპლის როლში ყოფნა მოწონს. ამ ადამიანს ასეთი ფსიქოტიპი და მსოფლმხედველობა აქვს.

 

მან იცის, რომ მოსმენით ვერ დაეხმარებით, მაგრამ მაინც აგრძელებს თქვენთან წუწუნს. სინამდვილეში მას დახმარება კი არ სჭირდება, ყველაფრის მოყოლა სურს. საუბარს კი, რომელსაც მიზანი არ აქვს, უაზროა.

 

 

ადამიანზე ყველაზე უფრო დიდ ნეგატიურ გავლენას საკუთარი ცუდი ფიქრები ახდენს.

 

ის ვინც წუწუნებს, პრობლემას ვერასდროს გადაჭრის, რადგან ამის სურვილი არ აქვს. მის სულს ვერაფრით უთანაგრძნობთ, რადგან მას ეს არ სჭირდება. ყველაფერი, რისკენაც მიისწრაფის, საკუთარი პასუხისმგებლობისგან გათავისუფლებაა, ეს კი შეუძლებელია.

 

 

რა გვემართება, როცა მუდმივად წუწუნს ვისმენთ

ჩვენ ენერგორესურსებს არსად არ გავცემთ. ჩვენ გვინდა დახმარება, მაგრამ გამოსავალი არ ჩანს. ისევ და ისევ ვცდილობთ, მაგრამ შედეგად ენერგიისგან გამოცლილი ვრჩებით.

 

გამოფიტვის პირველი ნიშნები

 

1.ემოციური დისბალანსი

 

საკუთარი პრობლემების გადაჭრის გართულება

 

კონცენტრაციის პრობლემები

 

უარყოფითი აზრების გაჩენა

 

 

 

რა უნდა გავაკეთოთ, რომ თავი ავარიდოთ მოწუწუნე ადამიანს

შეაჩერეთ და დაიცავით დისტანცია

 

თავიდან მოწუწუნე ადამიანი თქვენს გულგრილობაზე განაწყენდება. სინამდვილეში, ყველამ რომ უსასრულო საუბრების მოსმენაზე უარი უთხრას, იძულებული გახდება ბოლოს და ბოლოს თავად გადაჭრას პრობლემები  ან შეწყვიტოს ცუდზე ფიქრი.

 

 

 

მიახვედრეთ მომჩივანს, რომ მის ნაცვლად პრობლემებზე პასუხისმგებლობას ვერავინ აიღებს საკუთარ თავზე

დავუშვათ, თქვენ ადამიანს მოუსმინეთ. მაშინ დრო არ დაზოგოთ და გულახდილად უთხარით, რომ არსებობს ადგილობრივი პრობლემა, რომელზე ის წუწუნებს, და უფრო გლობალური პრობლემა, რომელიც ცხოვრებისა და პრობლემების მიმართ მის ნეგატიურ დამოკიდებულებაში მდგომარეობს.

 

 

 

არ აჩვენოთ ,,სისუსტე”

მოწუწუნე ადამიანი მანიპულატორია. არ აჩვენოთ მას, რომ მზად ხართ მის დასახმარებლად. ასე დაღუპავთ თქვენ თავსაც და მასაც. ადამიანის უარყოფითი მოქმედება ასე არასდროს შეწყდება. თქვენ როცა გამოგფიტავთ, ის ახალ მსხვერპლს იპოვის.

 

 

დააწესეთ საზღვრები

სთხოვეთ მას პატივი სცეს თქვენს პირად სივრცეს და მოგცეთ სასაუბრო თემის შერჩევის შესაძლებლობა.  უთხარით, რომ ყოველთვის „ტრაგედიებსა და უბედურებებზე“ საუბარი არ გსურთ. ასე ადამიანი იძულებული იქნება ნეგატიური თემა შეცვალოს.

 

 

წყარო: popsugar