მსოფლიოში ყოველი მეათე ბავშვი იძულებულია იმუშაოს ოჯახის დასახმარებლად

2019.06.11 13:02:34
მსოფლიოში ყოველი მეათე ბავშვი იძულებულია იმუშაოს ოჯახის დასახმარებლად

გაერო-ს ბავშვთა ფონდი „იუნისეფი“კვლევის მიხედვით, მსოფლიოში 152 მილიონი ბავშვი, ანუ ყოველი მეათე, იძულებულია იმუშაოს, რომ ოჯახს დაეხმაროს.

 

ამ ბავშვების თითქმის ნახევარი – 73 მილიონი სიცოცხლისათვის საშიშ პირობებში მუშაობს და უკიდურესად მცირე ანაზღაურებას იღებს.

 

 

შესაბამისი კვლევა „იუნისეფმა“ ბავშვთა შრომის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით გამოაქვეყნა.

 

 

ანგარიშის თანახმად, ყველაზე მეტი ბავშვი – 72 მილიონი აფრიკაში შრომობს, მეორე ადგილზე ამ მხრივ აზიის ქვეყნებია, სადაც 62 მილიონი ბავშვი იძულებულია, იმუშაოს. ბავშვთა შრომას იყენებენ ეკონომიკის თითქმის ველა სექტორში, თუმცა 10 ბავშვიდან შვიდი სოფლის მეურნეობის სფეროში მუშაობს.

 

 

„იუნისეფი“ მოუწოდებს მთავრობებს, სამოქალაქო საზოგადოებასა და კომპანიებს, უფრო აქტიურად ებრძოლონ სიღარიბეს და გოგონათა დისკრიმინაციას, ასევე გახადონ განათლება უფრო ხელმისაწვდომი.

 

 

წყარო: დაიჯესტი