“მერსედესი, ვის იცნობ კი მარა ამნაირს პროწივზე რო მოდიხარ”- ქუთაისელი პატრულის სასაცილო კომენტარები

2019.06.11 11:56:54
“მერსედესი, ვის იცნობ კი მარა ამნაირს პროწივზე რო მოდიხარ”-  ქუთაისელი პატრულის სასაცილო კომენტარები

სოციალურ ქსელში ქუთაისელი პატრულის სასაცილო კომენტარები გავრცელდა:

 

 

 

“მერსედესი, ვის იცნობ კი მარა ამნაირს პროწივზე რო მოდიხარ.”

 

“ოპელი რანაირად მოძრაობ, არ მცალია ეხლა თორემ კაი ჯარიმას გამოგიწერდი”

 

“დისტრიბუციის მანქანა იდგა ძაან უშნოდ და პატრულმა სრულიად აუღელვებლად მიაძახა “ბორჯომი გაიყვანე, გაუვიდა გაზი”

 

“დგას ოპელი შუქნიშანთან, ორჯერ მოასწრო უკვე მწვანემ ანთება, ეს ისევ დგას, გაბრაზდა პატრული – რაია ოპელი, შენი მოსაწონი ფერი ვერ ეინთო აქანე?”

 

“ბეემვე მაი რემენი რექსონა კი არაა იღლიაში რო გაქ ამოდებული.”

 

 

 

„ისეთი კომენტარები წავიკითხე, ვნატრულობ ქუთაისში მანქანით მოვხვდე და მოძრაობის წესები დავარღვიო“ – წერენ ფეისბუქმომხმარებლები პოსტზე და არანაკლებ სასაცილო ისტორიებს იხსენებენ:

 

 

 

„ქარელის გადასახვევიდან სდია ერთ “სუბარუს” პატრულმა აღდგომა დღეს და ჩუმათელეთში ძლივს რომ დაეწია მიაძახა – სუბარუ შენ ისე გეჩქარება ალბათ ხელიდან ხელში გინდა ხვალ რომ გადასცე წინაპრებს კვერცხიო!“

 

 

 

„ოპელი დგას ძაან ცუდად, მეც იქვე ვიდექი… და პატრულმა… ოპელიი რანაირი გაჩერებაა მაგი, მოგწონს ახლა მასე გაჩერებული შენ ?“

 

 

 

„მოკლედ რულთან ვიჯექი, ღვედი არ მეკეთა თან ტელეფონზე ვლაპარაკობდი, უკან ბავშვს მინა ქონდა ჩამოწეული, პატრული მეძახის: მაგ ბავშვს მაინც ამოუწიე მინა ძირს რო არ გადაგივარდესო“.

 

 

 

„ქუთაისში შადრევანთან წრე არ დაარტყა პირდაპირ გადააჭრა და პატრულმა მიაძახა – რომ დაგეკრუგა გული აგერეოდაოო“.

 

 

 

„ქუთაისში საღორიაზე 2 ხაზი გადავკვეთე და უკნიდან რუპორში: ფიტი ე ხაზი უჩინარია თუ რაშია საქმე”.

 

 

 

„OE ეწერა მანქანას ნომერზე და ქუთაისში სანამ შეხვალ ტყის პირას ხომ გადის გზა და ამანაც იხელთა დრო და მარჯვნიდან დაუაბგონა წინ მიმავლს და პატრულმა მიაძახა – რაია ნოე შუა ზღვაში ხარ თუ, დაგავიწყდა მგელი აგეყვანაო.“

 

 

 

„ქორწილის ექსკორტიში ვარ და მომიწია წითელზე გავლა, თურმე უკან პატრული მომყვება და მომაძახა – აუდი მოგიწია ქორწილის ფულზე 50 ლარის დამატებაო.“

 

 

 

„პატრული: თუ შეიძლება საბუთები მომეციო. მძღოლი: რათ გინდაო? პატრული: რათ მინდა და გეპეიში უნდა მოგაწყოო“.