"მე რო­გორც დედა, ვამ­ბობ, რომ სა­ა­მა­ყო შვი­ლი მყავს"

2019.06.11 11:36:09
"მე რო­გორც დედა, ვამ­ბობ, რომ სა­ა­მა­ყო შვი­ლი მყავს"

“მე რო­გორც დედა, ვამ­ბობ, რომ სა­ა­მა­ყო შვი­ლი მყავს, რო­მელ­საც არა­ფე­რი ეშ­ლე­ბა, არც ზრდი­ლო­ბა, არც კულ­ტუ­რა, არც სიყ­ვა­რუ­ლი ოჯა­ხის მი­მართ” – ამის შე­სა­ხებ „ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ ტე­ლე­წამ­ყვან ლე­ვან როს­ტოშ­ვი­ლის, იგი­ვე „როს­ტოს“ დე­დამ, მაია ქაჩ­რიშ­ვილ­მა გა­ნუ­ცხა­და.

 

 

 

როს­ტოშ­ვი­ლის დე­დის ინ­ფორ­მა­ცი­ით, მისი შვი­ლი პი­რო­ბით ვა­და­ზე ადრე გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის კო­მი­სი­ის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, 3 კვი­რის წინ გა­თა­ვი­სუფ­ლდა.

 

 

 

„ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის დიდი რა­ო­დე­ნო­ბით შე­ძე­ნა-შე­ნახ­ვა­ზე ჰქონ­და მის­ჯი­ლი, სა­ა­პე­ლა­ციო სა­სა­მარ­თლომ 3 წელ­ზე ჩა­მო­უყ­ვა­ნა. კვლე­ვე­ბით და­დას­ტურ­და, რომ ეს იყო მხო­ლოდ გა­დამ­ტა­ნი. გროვ­დე­ბო­და სა­ცეკ­ვაო ნივ­თი­ე­რე­ბა, რო­მელ­საც ელექ­ტო­ნუ­ლი მუ­სი­კის ფეს­ტი­ვა­ლებ­ზე მთელ მსოფ­ლი­ო­ში იყე­ნე­ბენ და სვა­მენ, რომ ალ­კოჰო­ლი არ მი­ი­ღონ. მე რა თქმა უნდა, მას არ ვა­მარ­თლებ, თუმ­ცა, ის ნარ­კო­ტი­კის მომ­ხმა­რე­ბე­ლი არას­დროს ყო­ფი­ლა, მთე­ლი ცხოვ­რე­ბა სპორ­ტუ­ლი ცხოვ­რე­ბით ცხოვ­რობ­და, ალ­კოჰო­ლუ­რი სას­მე­ლი­და­ნაც მხო­ლოდ ღვი­ნო უყ­ვარ­და. მე რო­გორც დედა, ვამ­ბობ, რომ სა­ა­მა­ყო შვი­ლი მყავს, რო­მელ­საც არა­ფე­რი ეშ­ლე­ბა, არც ზრდი­ლო­ბა, არც კულ­ტუ­რა, არც სიყ­ვა­რუ­ლი ოჯა­ხის მი­მართ, ძა­ლი­ან კარ­გი სა­მე­გობ­რო ჰყავს, სა­ზო­გა­დო­ე­ბა­შიც უყ­ვართ. ვის გა­უ­ხარ­და მისი და­კა­ვე­ბა, არ ვიცი და ვი­საც გა­უ­ხარ­და, კარ­გად იყოს. მის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით, ambebi.ge-ზე რამ­დე­ნი­მე კო­მენ­ტა­რი წა­ვი­კი­თხე და გა­ო­ცე­ბუ­ლი ვარ პირ­და­პირ! ადა­მი­ა­ნებს რა ღვარ­ძლი აქვთ ასე­თი?! როს­ტოს არას­დროს არა­ვის­თვის არა­ფე­რი და­უ­შა­ვე­ბია“, – გა­ნა­ცხა­და ქაჩ­რიშ­ვილ­მა.

 

 

 

რო­გორც ის აღ­ნიშ­ნავს, როს­ტოშ­ვი­ლი სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში, სპორ­ტუ­ლი ცხოვ­რე­ბით ცხოვ­რობ­და, წიგ­ნებს კი­თხუ­ლობ­და.

 

 

 

„გა­თა­ვი­სუფ­ლდა თა­ვი­სი პი­როვ­ნე­ბი­დან, თა­ვი­სი ქცე­ვი­დან, თა­ვი­სი წე­სი­ე­რე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე – სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში გა­მორ­ჩე­უ­ლი იყო. ამის გამო, ის მე-16 და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში გა­და­იყ­ვა­ნეს, სა­დაც ნაკ­ლე­ბად სა­ში­ში ადა­მი­ა­ნე­ბი არი­ან და არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი პი­რო­ბე­ბი აქვთ. სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში სპორ­ტულ ცხოვ­რე­ბას ეწე­ო­და, დღე­ში 2 სა­ა­თი ვარ­ჯი­შობ­და, ბიბ­ლი­ო­თე­კით სარ­გებ­ლობ­და. თუ რამე წიგ­ნი და ლი­ტე­რა­ტუ­რა გა­მო­ვი­და, იქ ყოფ­ნის პე­რი­ოდ­ში, ყვე­ლა წა­ი­კი­თხა. იქი­დან გა­მოს­ვლის შემ­დე­გაც წიგ­ნებს ეძებ­და. 3 კვი­რაა, რაც გა­მო­ვი­და და გუ­შინ „ზუ­კას თასი“ ჩა­ა­ტა­რა, უცხო­ე­ლი სტუმ­რე­ბი იყ­ვნენ მოწ­ვე­უ­ლე­ბი, უამ­რა­ვი გეგ­მა აქვს. ჩვენ­მა საყ­ვა­რელ­მა მარ­გვე­ლაშ­ვილ­მა ის არ შე­ი­წყა­ლა, მისი თა­ნა­მო­ნა­წი­ლე შე­ი­წყა­ლა და ეს არა, თუმ­ცა ვერ გე­ტყვით, რა­ტომ“, – გა­ნუ­ცხა­და „ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ ლე­ვან როს­ტოშ­ვი­ლის დე­დამ.

 

 

წყარო: ipn.ge