სამეფო კარის თამაშების ფინალურ სეზონს თავიდან გადაიღებენ?!

2019.05.16 13:41:48
სამეფო კარის თამაშების ფინალურ სეზონს თავიდან გადაიღებენ?!

„სამეფო კარის თამაშების“ ფანები სერიალის ფინალური სეზონის თავიდან გადაღებას ითხოვენ.  ფინალური სეზონის სერიებმა საზოგადოების უკმაყოფილება გამოიწვია. 

„დევიდ ბენიოფმა და დენიელ უასმა დაამტკიცეს, რომ არაკომპეტენტური სცენარისტები არიან, როდესაც მათ არ აქვთ საფუძვლიანი ისტორია (ანუ წიგნები). ეს სერიალი იმსახურებს ფინალს, რომელსაც ექნება შინაარსი“, - წერია პეტიციაში. 

 

ამჟამად პეტიციას ხელი 258 ათასმა ადამიანმა მოაწერა.

 

„სამეფო კარის თამაშების“ ფინალური სეზონი მოლოდინებს ბოლომდე ვერ ამართლებს. ახალი სეზონის მეხუთე სერიას შოუს ისტორიაში რეიტინგის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი აქვს.

 

„სამეფო კარის თამაშების“ ბოლო სერია 19 მაისს (საქართველოს დროით 20 მაისს დილის ხუთ საათზე)  გამოქვეყნდება.

 

 

წყარო: იმედინიუსი