ამინდის პროგნოზი

2019.05.16 11:18:43
ამინდის პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 16-18 მაისს ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე მოსალოდნელია უნალექო ამინდი.

 

ჰაერის ტემპერატურა 16-18 მაისს დასავლეთ საქართველოს დაბლობში +29, +34, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +27, +32 გრადუსამდე მოიმატებს.

 

 

თბილისში 16-18 მაისს უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა +29, +31 გრადუსამდე მოიმატებს.