რატომ გახდა სამეფო კარის თამაშები ყველაზე პოპულარული სერიალი

2019.05.15 13:48:43
რატომ გახდა სამეფო კარის თამაშები ყველაზე პოპულარული სერიალი

ფრანკფურტის გამოყენებითი მეცნიერების უნივერისტეტის სპეციალისტებმა გაარკვიეს, რატომ გახდა „სამეფო კარის თამაშები“ თანამედროვეობის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სერიალი. ამის შესახებ უნივერსიტეტის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ პრესრელიზშია საუბარი.

 

მეცნიერების განმარტებით, შოუს მაყურებლები იმ მოვლენებში ჩართულობას გრძნობენ, რასაც ეკრანზე უყურებენ.

 

პროფესორ კლაუს-პეტერ ერნსტის თქმით, ეს სერიალი ადამიანების ისეთ მოთხოვნილებებს აკმაყოფილებს, როგორებიცაა მეგობრების გაჩენის სურვილი და რაღაც საზოგადოების ნაწილად ყოფნა.

 

მისი განმარტებით, მაყურებლები GOT-ის პერსონაჟებს ისე აღიქვამენ, როგორც უახლოეს ადამიანებს. 

 

სპეციალისტებმა სერიალის პოპულარობის ფაქტორებს შორის დაასახელეს აგრეთვე ცნობისმოყვარეობა და საგის არაპროგნოზირებადი სიუჟეტი.

 

„სამეფო კარის თამაშების“ ბოლო სერია 19 მაისს (საქართველოს დროით, 20 მაისს დილის ხუთ საათზე) გამოქვეყნდება.

 

 

წყარო: imedinews